https://sputnik-georgia.com/20231223/qalaqebis-da-kurortebis-ganvitareba-ra-ganixiles-ekonomikuri-sabwos-sxdomaze-285175462.html
ქალაქების და კურორტების განვითარება: რა განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე
ქალაქების და კურორტების განვითარება: რა განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე
Sputnik საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ახალ სახელმწიფო პროგრამებზე, მოსახლეობის 2024 წლის აღწერაზე, განიხილეს გონიოს განვითარების გეგმა 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T18:30+0400
2023-12-23T18:30+0400
2023-12-23T18:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a770bdd1673c3da8ce4955399783b961.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მდებარეობათა ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს.პროგრამა პრემიერის გადაწყვეტილებით 2023 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტია და ყაზბეგი. შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე 9 მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება.სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5-წლიანი პროგრამისთვის 1 მლრდ ლარი არის გამოყოფილი.საუბრისას აღინიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას.მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობათა შესახებ. საკითხის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ღონისძიება საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს გონიოს განვითარების გეგმაც.წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით განხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით, რომელიც მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სარეკრეაციო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, ჭარბტენიან ლანდშაფტებს. პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282980757_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_88a715ade76d6f591c77b024a4b9b2e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა
ქალაქების და კურორტების განვითარება: რა განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ახალ სახელმწიფო პროგრამებზე, მოსახლეობის 2024 წლის აღწერაზე, განიხილეს გონიოს განვითარების გეგმა
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მდებარეობათა ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს.
პროგრამა პრემიერის გადაწყვეტილებით 2023 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტია და ყაზბეგი. შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე 9 მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5-წლიანი პროგრამისთვის 1 მლრდ ლარი არის გამოყოფილი.
საუბრისას აღინიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას.
მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობათა შესახებ. საკითხის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ღონისძიება საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.
ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს გონიოს განვითარების გეგმაც.
წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით განხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით, რომელიც მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სარეკრეაციო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, ჭარბტენიან ლანდშაფტებს. პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.