https://sputnik-georgia.com/20231222/lela-gaburi-poeti-eqimi-285146371.html
შემოქმედი ექიმი, რომელიც თავისი კუთხის განვითარებაზე ზრუნავს
შემოქმედი ექიმი, რომელიც თავისი კუთხის განვითარებაზე ზრუნავს
Sputnik საქართველო
ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებისთვის ლელა გაბური სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობს. 22.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-22T12:21+0400
2023-12-22T12:21+0400
2023-12-22T12:21+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/03/235380391_0:290:750:712_1920x0_80_0_0_a85e532137af38cc0a55188769826269.jpg
სულ ახლახან, ლელა გაბურს პოეტური კრებულისათვის ,,ფითრის ბილიკზე” ანა კალანდაძის სახელობის ლიტერატურული პრემია გადაეცა. თავის ლექსებში სიცოცხლის სიყვარული და მიტოვებული ქართული სოფლის ტკივილია. როგორც ექიმი ბარისახოში 34 ქართულ სოფელს ემსახურება. მუდმივი მაცხოვრებლები აქედან მხოლოდ რამდენიმე მათგანშია და ისიც აქ დარჩენილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. გარდა ამისა, ქალბატონ ლელას, საზოგადოებრივი დატვირთვაც აქვს, მთაში შექმნა ახალგაზრდული ცენტრი და ორგანიზაცია "ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის" მისი სურვილია, რომ ახალგაზრდულ ცენტრში პერიოდულად ჩატარდეს არაფორმალური განათლების გადამზადების კერა, სადაც ბავშვები ტურიზმში ჩაერთვნენ და დასაქმდნენ.-ქალბატონო ლელა,ვიცი, რომ მარტო სამედიცინო საქმიანობას და პოეზიას არ დაჯერდით და ბარისახოში ბავშვებს სპექტაკლი დაუდგით, ასეა?—დიახ, ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. ერთხელ ელენე მაცხონაშვილმა მაჩუქა მეორადი თოჯინები, რომელიც განვაახლე. ზოგს კისერი მოვაბი, ზოგს ტანსაცმელი შევუკერე. მერე ამ თოჯინებით ადგილობრივი მოზარდების ძალებით სკოლამდელ ბავშვებს ჩემს ეზოში სპექტაკლი "ბატის ჭუკი" დავუდგით. უნდა გენახათ, რა ხდებოდა! ვერ დავდიოდი სამსახურში, ბავშვები ამ ამბავს ყოველ დღე მახსენებდნენ. სულ მეკითხებოდნენ: "ლელა ექიმო, როდის გვექნება სპექტაკლი"? მე ვპასუხობდი: მალე მეთქი! ქალაქიდან ნიჭიერი ბავშვები ჩამომყავს ხოლმე, რომ ისინი აქაურებს გავაცნო. სულ ვცდილობ, რომ ეს მხარე რაღაცით გამოვაცოცხლო, რათა ამ ბავშვებსაც ხალისი ჰქონდეთ.- რამდენი კომლია ბარისახოს 34 სოფელში?- ცარიელია ეგ სოფლები და მარტო სახელწოდებებიღაა დარჩენილი, ასეთია სამწუხარო რეალობა. როცა აღწერა ტარდებოდა, ზოგი სოფლიდან არავინ მოვიდა და არც ბარიდან გამოჩენილა ვინმე. მაგალითად, არის ასეთი სოფელი —ლებაისკარი, საიდაც არავინ ჩამოვიდა. ამიტომ ეს სოფელი სიიდან საერთოდ ამოვარდა. უკვე აღრიცხვაზეც აღარსადაა და იურიდიული სტატუსიც არ გააჩნია. სხვათა შორის ლებაისკარი ჩვენი დედულეთია. დედაჩემი, გვარად ჭინჭარაული წარმოშობით ამ სოფლიდან იყო.- არავის გამოუჩენია ინიციატივა რომელიმე სოფელი აღედგინა?-ერთხელ ჩემი ახალგაზრდა ნათესავი მოვიდა და მითხრა: დამეხმარეთ, რომ ეს სოფელი აღვადგინოთ და იყოსო, ასე როგორ უნდა გადავყლაპოთ, რომ ტოპონიმის დონეზე მაინც არ იარსებოსო? მინდა იქ დავბრუნდე და მამა-პაპისეული სახლი აღვადგინოო. ასე რომ, 34 სოფელზე დიდი ხანია, აღარაა ლაპარაკი. ისინი რუკიდანაც გამქრალი. უმეტესობაში არც ზაფხულობით ჩნდება ვინმე, ძირითადად სულ ნასახლარებია. ორ ან სამ სოფელში შესაძლოა, ერთი ადამიანი მაინც ამოვიდეს. ამ ადგილებში ყველგან ულამაზესი ბუნება და გარემოა, მაგრამ რად გინდა? ცარიელია აქაურობა… მომავალში შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს. იმედი მაინც გვაქვს, რა ვიცი…-სოფელ როშკაში, რომელიც ტურისტულ ზონაშია ბევრი მაცხოვრებელი იყო, ახლაც ასეა?—დღესაც ასეა. იქვე აბუდელაურის ტბებია, სადაც ყოველთვის დადიან ტურისტები. საერთოდ საიმედო ოდნავ თუ რამე გამოჩნდება ხოლმე, მაშინვე ეტყობა ადგილს. მახსოვს, როცა თურქეთში ვიყავი სამოგზაუროდ და სარფის საზღვარზე გადავედით, ყველგან, ყველაზე ღრმა პროვინციაშიც კი, რაღაც წარმოება იყო გახსნილი და რაღაც კეთდებოდა. შესაბამისად ხალხიც ცხოვრობდა და სოფელიც ცოცხალი იყო.- როშკაშიც იგივე ხდება?- დიახ, როშკაშიც ტურისტების გამო მატულობს მოსახლეობა, ხალხს სტიმული მიეცა და სასტუმროებსაც აშენებენ. სხვა სოფლებში რომ შეხვიდეთ, იქ არც დენია და არც გაზი, 21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში ხალხი როგორ უნდა გაჩერდეს? თუკი ამ სოფლებიდან ერთი მოსახლე მაინც არ გამოჩნდება- ვერც მუნიციპალიტეტი დაეხმარება ვინმეს და ვერც რაიმე ორგანიზაცია. სკოლა მარტო ბარისახოშია, სადაც სულ 60 ბავშვია. უმეტესობა უფრო ზაფხულობით ამოდის. მე ვფიქრობ, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა უნდა მოხდეს, რომ საქმე წერტილიდან დაიძრას. აუცილებელია, რომ აქ მოკვლევა გაკეთდეს, გავიგოთ, ვინაა ისეთი, ვინც აქ ჩამოსვლის სურვილს გამოთქვამს, ვის ჰყავს შვილი, ვინ არის ამ მხარიდან უცხოეთში წასული.- ანუ ამ საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო...-აუცილებელია, რომ გაირკვეს სად რა პერსპექტივაა და მერე ფული საჭიროების მიხედვით დაიხარჯოს. მთელ ხევსურეთში სიცოცხლე რომ გამოყოჩაღდეს, ამისთვის საჭირო არაა ათეულობით და ათასობით მილიონი. სულ ამას ვიმეორებ, თავის დროზე სოფელ გუდანში შევარდნაძემ ქვითკირის სახლები რომ ააშენა და მათ დიდი გომურები გაუკეთა, ის სახლები დღემდეა, ანუ ის ფული მიზანმიმართულად დაიხარჯა და ეს სოფლები დღემდე არსებობს. იქეთ რომ ვმგზავრობ ხოლმე, ვზივარ ჩემთვის ავტობუსში და ხევსური მგზავრების ლაპარაკს გატრუნული ვუსმენ. ეს ხომ ჩემთვის მშობლიური მუსიკაა -რითიც ვტკბები და ვხარობ…ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/03/235380391_0:219:750:782_1920x0_80_0_0_be491849daade6efba0606f148aded58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
შემოქმედი ექიმი, რომელიც თავისი კუთხის განვითარებაზე ზრუნავს
ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებისთვის ლელა გაბური სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობს.
სულ ახლახან, ლელა გაბურს პოეტური კრებულისათვის ,,ფითრის ბილიკზე” ანა კალანდაძის სახელობის ლიტერატურული პრემია გადაეცა. თავის ლექსებში სიცოცხლის სიყვარული და მიტოვებული ქართული სოფლის ტკივილია. როგორც ექიმი ბარისახოში 34 ქართულ სოფელს ემსახურება. მუდმივი მაცხოვრებლები აქედან მხოლოდ რამდენიმე მათგანშია და ისიც აქ დარჩენილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. გარდა ამისა, ქალბატონ ლელას, საზოგადოებრივი დატვირთვაც აქვს, მთაში შექმნა ახალგაზრდული ცენტრი და ორგანიზაცია "ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის" მისი სურვილია, რომ ახალგაზრდულ ცენტრში პერიოდულად ჩატარდეს არაფორმალური განათლების გადამზადების კერა, სადაც ბავშვები ტურიზმში ჩაერთვნენ და დასაქმდნენ.
-ქალბატონო ლელა,ვიცი, რომ მარტო სამედიცინო საქმიანობას და პოეზიას არ დაჯერდით და ბარისახოში ბავშვებს სპექტაკლი დაუდგით, ასეა?
—დიახ, ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. ერთხელ ელენე მაცხონაშვილმა მაჩუქა მეორადი თოჯინები, რომელიც განვაახლე. ზოგს კისერი მოვაბი, ზოგს ტანსაცმელი შევუკერე. მერე ამ თოჯინებით ადგილობრივი მოზარდების ძალებით სკოლამდელ ბავშვებს ჩემს ეზოში სპექტაკლი "ბატის ჭუკი" დავუდგით. უნდა გენახათ, რა ხდებოდა! ვერ დავდიოდი სამსახურში, ბავშვები ამ ამბავს ყოველ დღე მახსენებდნენ. სულ მეკითხებოდნენ: "ლელა ექიმო, როდის გვექნება სპექტაკლი"? მე ვპასუხობდი: მალე მეთქი! ქალაქიდან ნიჭიერი ბავშვები ჩამომყავს ხოლმე, რომ ისინი აქაურებს გავაცნო. სულ ვცდილობ, რომ ეს მხარე რაღაცით გამოვაცოცხლო, რათა ამ ბავშვებსაც ხალისი ჰქონდეთ.
- რამდენი კომლია ბარისახოს 34 სოფელში?
- ცარიელია ეგ სოფლები და მარტო სახელწოდებებიღაა დარჩენილი, ასეთია სამწუხარო რეალობა. როცა აღწერა ტარდებოდა, ზოგი სოფლიდან არავინ მოვიდა და არც ბარიდან გამოჩენილა ვინმე. მაგალითად, არის ასეთი სოფელი —ლებაისკარი, საიდაც არავინ ჩამოვიდა. ამიტომ ეს სოფელი სიიდან საერთოდ ამოვარდა. უკვე აღრიცხვაზეც აღარსადაა და იურიდიული სტატუსიც არ გააჩნია. სხვათა შორის ლებაისკარი ჩვენი დედულეთია. დედაჩემი, გვარად ჭინჭარაული წარმოშობით ამ სოფლიდან იყო.
- არავის გამოუჩენია ინიციატივა რომელიმე სოფელი აღედგინა?
-ერთხელ ჩემი ახალგაზრდა ნათესავი მოვიდა და მითხრა: დამეხმარეთ, რომ ეს სოფელი აღვადგინოთ და იყოსო, ასე როგორ უნდა გადავყლაპოთ, რომ ტოპონიმის დონეზე მაინც არ იარსებოსო? მინდა იქ დავბრუნდე და მამა-პაპისეული სახლი აღვადგინოო. ასე რომ, 34 სოფელზე დიდი ხანია, აღარაა ლაპარაკი. ისინი რუკიდანაც გამქრალი. უმეტესობაში არც ზაფხულობით ჩნდება ვინმე, ძირითადად სულ ნასახლარებია. ორ ან სამ სოფელში შესაძლოა, ერთი ადამიანი მაინც ამოვიდეს. ამ ადგილებში ყველგან ულამაზესი ბუნება და გარემოა, მაგრამ რად გინდა? ცარიელია აქაურობა… მომავალში შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს. იმედი მაინც გვაქვს, რა ვიცი…
-სოფელ როშკაში, რომელიც ტურისტულ ზონაშია ბევრი მაცხოვრებელი იყო, ახლაც ასეა?
—დღესაც ასეა. იქვე აბუდელაურის ტბებია, სადაც ყოველთვის დადიან ტურისტები. საერთოდ საიმედო ოდნავ თუ რამე გამოჩნდება ხოლმე, მაშინვე ეტყობა ადგილს. მახსოვს, როცა თურქეთში ვიყავი სამოგზაუროდ და სარფის საზღვარზე გადავედით, ყველგან, ყველაზე ღრმა პროვინციაშიც კი, რაღაც წარმოება იყო გახსნილი და რაღაც კეთდებოდა. შესაბამისად ხალხიც ცხოვრობდა და სოფელიც ცოცხალი იყო.
- დიახ, როშკაშიც ტურისტების გამო მატულობს მოსახლეობა, ხალხს სტიმული მიეცა და სასტუმროებსაც აშენებენ. სხვა სოფლებში რომ შეხვიდეთ, იქ არც დენია და არც გაზი, 21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში ხალხი როგორ უნდა გაჩერდეს? თუკი ამ სოფლებიდან ერთი მოსახლე მაინც არ გამოჩნდება- ვერც მუნიციპალიტეტი დაეხმარება ვინმეს და ვერც რაიმე ორგანიზაცია. სკოლა მარტო ბარისახოშია, სადაც სულ 60 ბავშვია. უმეტესობა უფრო ზაფხულობით ამოდის. მე ვფიქრობ, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა უნდა მოხდეს, რომ საქმე წერტილიდან დაიძრას. აუცილებელია, რომ აქ მოკვლევა გაკეთდეს, გავიგოთ, ვინაა ისეთი, ვინც აქ ჩამოსვლის სურვილს გამოთქვამს, ვის ჰყავს შვილი, ვინ არის ამ მხარიდან უცხოეთში წასული.
- ანუ ამ საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო...
-აუცილებელია, რომ გაირკვეს სად რა პერსპექტივაა და მერე ფული საჭიროების მიხედვით დაიხარჯოს. მთელ ხევსურეთში სიცოცხლე რომ გამოყოჩაღდეს, ამისთვის საჭირო არაა ათეულობით და ათასობით მილიონი. სულ ამას ვიმეორებ, თავის დროზე სოფელ გუდანში შევარდნაძემ ქვითკირის სახლები რომ ააშენა და მათ დიდი გომურები გაუკეთა, ის სახლები დღემდეა, ანუ ის ფული მიზანმიმართულად დაიხარჯა და ეს სოფლები დღემდე არსებობს. იქეთ რომ ვმგზავრობ ხოლმე, ვზივარ ჩემთვის ავტობუსში და ხევსური მგზავრების ლაპარაკს გატრუნული ვუსმენ. ეს ხომ ჩემთვის მშობლიური მუსიკაა -რითიც ვტკბები და ვხარობ…