https://sputnik-georgia.com/20231221/zaxarova-ruseti-fareris-kunzulebi-285110631.html
ზახაროვა: ჯაშუშობაზე შემოგდებული ინფორმაცია დასავლური კამპანიის ნაწილია
ზახაროვა: ჯაშუშობაზე შემოგდებული ინფორმაცია დასავლური კამპანიის ნაწილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. დასავლურ მედიაში გავრცელებული ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთსა და ფარერის კუნძულებს შორის თევზჭერის... 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T12:19+0400
2023-12-21T12:19+0400
2023-12-21T12:19+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
დანია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281270342_0:0:2915:1640_1920x0_80_0_0_a3222e436e8c90bad8c4247a3eeeb562.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. დასავლურ მედიაში გავრცელებული ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთსა და ფარერის კუნძულებს შორის თევზჭერის გახანგრძლივებაზე შეთანხმება მოსკოვს ამ ტერიტორიიდან ჯაშუშობის საშუალებას მისცემს, არის დასავლეთის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი მოსკოვის წინააღმდეგ, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.მისი თქმით, დანიის ამ ავტონომიასთან, ფარერის კუნძულებთან რუსეთის გრძელვადიანი ურთიერთქმედების საფუძველი — ეს სსრკ-ის მთავრობასთან შეთანხმებაა მეთევზეობის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად ნაწილდება ყოველწლიურად რუსეთისა და ფარერის წყლებში თევზაობის კვოტები, და ასე მოხდა ამჯერადაც — მიმდინარე წლის დეკემბერში, როდესაც მხარეები მორიგ, 47-ე სხდომაზე შეიკრიბნენ.სსრკ-სა და ფარერის კუნძულებს შორის თევზჭერის სფეროში ურთიერთობის შესახებ შეთანხმებას ხელი 1977 წელს მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ფარერის კუნძულებს აძლევს ბარენცის ზღვაში თევზჭერის კვოტას, ხოლო რუსული მხარე ფარერის წყლებში თევზჭერისა და ფარერის პორტებში გადაზიდვის შესაძლებლობას იღებს.
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281270342_186:0:2915:2047_1920x0_80_0_0_06bc9124fdfc2ac928456204959559ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, დანია , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, დანია , პოლიტიკა
ზახაროვა: ჯაშუშობაზე შემოგდებული ინფორმაცია დასავლური კამპანიის ნაწილია
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. დასავლურ მედიაში გავრცელებული ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთსა და ფარერის კუნძულებს შორის თევზჭერის გახანგრძლივებაზე შეთანხმება მოსკოვს ამ ტერიტორიიდან ჯაშუშობის საშუალებას მისცემს, არის დასავლეთის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი მოსკოვის წინააღმდეგ, განუცხადა
„რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, დანიის ამ ავტონომიასთან, ფარერის კუნძულებთან რუსეთის გრძელვადიანი ურთიერთქმედების საფუძველი — ეს სსრკ-ის მთავრობასთან შეთანხმებაა მეთევზეობის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად ნაწილდება ყოველწლიურად რუსეთისა და ფარერის წყლებში თევზაობის კვოტები, და ასე მოხდა ამჯერადაც — მიმდინარე წლის დეკემბერში, როდესაც მხარეები მორიგ, 47-ე სხდომაზე შეიკრიბნენ.
„ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს მოსკოვსა და ტორშავნს შორის პრაგმატული ურთიერთობების განადგურებას<...> და წარმოადგენს დასავლეთის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილს რუსეთის წინააღმდეგ“, — თქვა ზახაროვამ.
სსრკ-სა და ფარერის კუნძულებს შორის თევზჭერის სფეროში ურთიერთობის შესახებ შეთანხმებას ხელი 1977 წელს მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ფარერის კუნძულებს აძლევს ბარენცის ზღვაში თევზჭერის კვოტას, ხოლო რუსული მხარე ფარერის წყლებში თევზჭერისა და ფარერის პორტებში გადაზიდვის შესაძლებლობას იღებს.