https://sputnik-georgia.com/20231221/telasi-zamtarshi-tbiliselebis-eleqtroenergiit-momaragebas-uzrunvelyops-285117785.html
მიქაუტაძე: „თელასი“ ზამთარში თბილისელების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს
მიქაუტაძე: „თელასი“ ზამთარში თბილისელების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ელექტროგამანაწილებელმა კომპანია „თელასმა“ ზამთრის სეზონისთვის დედაქალაქის ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების მიზნით... 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T17:17+0400
2023-12-21T17:17+0400
2023-12-21T17:17+0400
საქართველო
თელასი
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24356/54/243565439_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_412c02d741dc7dee6aacfa9cc0f3311c.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ელექტროგამანაწილებელმა კომპანია „თელასმა“ ზამთრის სეზონისთვის დედაქალაქის ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების მიზნით, საკუთარი ინფრასტრუქტურა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.მიქაუტაძემ კომპანია „თელასის" განახლებული ქვესადგური „სანაპირო" დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია როგორც უკვე გაწეული, ისე თბილისის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაობის შესახებ. ქვესადგურ „სანაპიროს“ რეაბილიტაცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აღნიშნულ ენერგეტიკულ კვანძში მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.გარდა ამისა, მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ქალაქის სხვა საკვანძო სადგურებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.აღინიშნა, რომ ქვესადგურებში ჩატარებული რეკონსტრუქცია „თელასს“ საშუალებას აძლევს, სრულად და ეფექტურად გაანაწილოს გაზრდილი სიმძლავრე, გარდა ამისა, მიმდინარეობს ასევე მუშაობა ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს დედაქალაქის უწყვეტ ენერგომომარაგებას.რაც შეეხება ქვესადგურ „საბურთალოს“, აღნიშნულ კვანძში სისტემატურად მზარდი მოხმარების გამო, 2017 და 2021 წლებში გაიზარდა ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატამდე.შედეგად, იმ დროისთვის არსებული ორი 16-მგვტ-ის ძალოვანი ტრანსფორმატორის ნაცვლად, ორი ახალი 25-მგვტ-ის სიმძლავრის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა.აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის საბურთალოს რაიონების ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდა, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24356/54/243565439_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_9e4dd61879836eb426deb48538a55922.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თელასი, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თელასი, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ელექტროგამანაწილებელმა კომპანია „თელასმა“ ზამთრის სეზონისთვის დედაქალაქის ელექტროენერგიით უწყვეტად მომარაგების მიზნით, საკუთარი ინფრასტრუქტურა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.
მიქაუტაძემ კომპანია „თელასის" განახლებული ქვესადგური „სანაპირო" დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია როგორც უკვე გაწეული, ისე თბილისის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაობის შესახებ.
„კომპანია „თელასის“ ინფრასტრუქტურით დაახლოებით, 750 ათასი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგება ხორციელდება... მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის როგორც არსებული ინფრასტრუქტურა იყოს ტექნიკურად გამართული და კომპანია მზად იყოს, ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის გამოწვევებისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კუთხით „თელასი" სრულ მზადყოფნაშია", - განაცხადა მიქაუტაძემ.
ქვესადგურ „სანაპიროს“ რეაბილიტაცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აღნიშნულ ენერგეტიკულ კვანძში მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
„კომპანიამ ამ და სხვა ქვესადგურებზე მასშტაბური რემონტი ჩაატარა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად, როგორც საბურთალოს, ისე ქალაქის სხვა რაიონებში მოსახლეობის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური ექნება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ქალაქის სხვა საკვანძო სადგურებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
აღინიშნა, რომ ქვესადგურებში ჩატარებული რეკონსტრუქცია „თელასს“ საშუალებას აძლევს, სრულად და ეფექტურად გაანაწილოს გაზრდილი სიმძლავრე, გარდა ამისა, მიმდინარეობს ასევე მუშაობა ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს დედაქალაქის უწყვეტ ენერგომომარაგებას.
რაც შეეხება ქვესადგურ „საბურთალოს“, აღნიშნულ კვანძში სისტემატურად მზარდი მოხმარების გამო, 2017 და 2021 წლებში გაიზარდა ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატამდე.
შედეგად, იმ დროისთვის არსებული ორი 16-მგვტ-ის ძალოვანი ტრანსფორმატორის ნაცვლად, ორი ახალი 25-მგვტ-ის სიმძლავრის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის საბურთალოს რაიონების ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდა, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.