ძუძუს კიბოს უფასო მკურნალობა ყველასათვის – თბილისის მერიამ პროგრამა გააფართოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისის მერია სრულად ფარავს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა.
თბილისის მერია 2024 წელს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნებს - რა ფინანსდება>>>
დედაქალაქის მერის განცხადებით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21.600 და მაქსიმუმ - 61.150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40.500 და მაქსიმუმ 65.340 ლარით.
„ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც იმ ადამიანებს და ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა კალაძემ.
აღნიშნული პროგრამების წყალობით თბილისის მერია მხარს დაუჭერს მათ, ვისაც ასეთი დახმარება სჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0