https://sputnik-georgia.com/20231217/tbilisis-meria-2024-wels-moqalaqeebis-janmrtelobaze-izrunebs-ra-finansdeba-285010256.html
თბილისის მერია 2024 წელს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნებს - რა ფინანსდება
თბილისის მერია 2024 წელს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნებს - რა ფინანსდება
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 32,1 მილიონი ლარია გამოყოფილი 17.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-17T19:30+0400
2023-12-17T19:30+0400
2023-12-17T19:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1261a25c369a5ec5d9bf90cde205a698.jpg
პროგრამით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულიSputnik-საქართველომ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული ყველა პროგრამის მიმოხილვა მოამზადა.დაავადების ადრეული გამოვლენის პროგრამათბილისის მერია აფინანსებს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს სხვადასხვა სახის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის მიზნით.კერძოდ, თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ჩაიტარონ უფასო სკრინინგი შემდეგი დაავადებების: ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, კოლორექტალური კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო და ფარისებრი ჯირკვლის კიბო.უფასო გამოკვლევები გულისხმობს დაავადების დიაგნოსტირებას და ტესტების ჩატარებას.ენდოპროთეზირებათბილისის მერია აფინანსებს მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრების პროთეზირების ოპერაციებს.პროგრამა განკუთვნილია სახსრების ართრიტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის.გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლათბილისის მერია მკურნალობის პერიოდში სრულად აფინანსებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების - ოკრელიზუმაბისა და ფინგოლიმოდის შეძენას, ასევე MRI-კვლევას კონტრასტით.პროგრამა ასევე ვრცელდება მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ პირებზე.ძუძუს კიბოს მკურნალობათბილისის მერია სრულად ფარავს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.გარდა ამისა, მერია ფარავს ძუძუს I-III სტადიის კიბოს და მეტასტაზური კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს.ფსიქიატრების დახმარებამერია ასევე აფინანსებს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობის მქონე პირთა მკურნალობას.ეს პროგრამაც ასევე გათვლილია თბილისში რეგისტრირებულ პირებზე.ორგანოების გადანერგვამერია ასევე ფარავს გადანერგვის ხარჯებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ღვიძლის ან ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებათ.დაფინანსების პროგრამა მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის კურსს, წინასწარ გამოკვლევებს, ოპერაციას და პოსტოპერაციულ მკურნალობას.დახმარება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვისმერია ასევე აფინანსებს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამას.პროგრამა მოიცავს განვითარების ცენტრების დაფინანსებას, ასევე ლოგოპედის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, სპეცპედაგოგის და სხვა მომსახურებას.იმისათვის, რომ გაიგოს, ეკუთვნის თუ არა ადამიანს კონკრეტული პროგრამით დაფინანსება, პირმა უნდა დარეკოს თბილისის მერიაში ან რაიონის გამგეობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/01/234870138_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_87203398abf46037f8612f22f0d3f838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
თბილისის მერია 2024 წელს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნებს - რა ფინანსდება
ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 32,1 მილიონი ლარია გამოყოფილი
პროგრამით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული
Sputnik-საქართველომ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული ყველა პროგრამის მიმოხილვა მოამზადა.
დაავადების ადრეული გამოვლენის პროგრამა
თბილისის მერია აფინანსებს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს სხვადასხვა სახის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის მიზნით.
კერძოდ, თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ჩაიტარონ უფასო სკრინინგი შემდეგი დაავადებების: ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, კოლორექტალური კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო და ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
უფასო გამოკვლევები გულისხმობს დაავადების დიაგნოსტირებას და ტესტების ჩატარებას.
თბილისის მერია აფინანსებს მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრების პროთეზირების ოპერაციებს.
პროგრამა განკუთვნილია სახსრების ართრიტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის.
გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლა
თბილისის მერია მკურნალობის პერიოდში სრულად აფინანსებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების - ოკრელიზუმაბისა და ფინგოლიმოდის შეძენას, ასევე MRI-კვლევას კონტრასტით.
პროგრამა ასევე ვრცელდება მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ პირებზე.
თბილისის მერია სრულად ფარავს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.
გარდა ამისა, მერია ფარავს ძუძუს I-III სტადიის კიბოს და მეტასტაზური კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს.
მერია ასევე აფინანსებს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობის მქონე პირთა მკურნალობას.
ეს პროგრამაც ასევე გათვლილია თბილისში რეგისტრირებულ პირებზე.
მერია ასევე ფარავს გადანერგვის ხარჯებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ღვიძლის ან ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებათ.
დაფინანსების პროგრამა მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის კურსს, წინასწარ გამოკვლევებს, ოპერაციას და პოსტოპერაციულ მკურნალობას.
დახმარება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის
მერია ასევე აფინანსებს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამას.
პროგრამა მოიცავს განვითარების ცენტრების დაფინანსებას, ასევე ლოგოპედის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, სპეცპედაგოგის და სხვა მომსახურებას.
იმისათვის, რომ გაიგოს, ეკუთვნის თუ არა ადამიანს კონკრეტული პროგრამით დაფინანსება, პირმა უნდა დარეკოს თბილისის მერიაში ან რაიონის გამგეობაში.