რატომ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება - ნათია თურნავას პასუხი

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკში ადრე განაცხადეს, რომ ინფლაციის რისკების გათვალისწინებით, მარეგულირებელი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას ნელი ტემპით.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საქართველოში ინფლაციის პროგნოზის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5 პროცენტს შეადგენს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის დონე იმაზე უფრო დაბალია ვიდრე ჩვენი პროგნოზები ასახავდა, ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. თუ მომავალში თავი არ იჩინა მოულოდნელმა გარე შოკმა ან რისკმა, კვლავაც ეტაპობრივად გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე დადგინა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში კი 10%-მდე შემცირდა.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა >>
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
ყველა ახალი ამბავი
0