მზებუდობა – მისტიკური დღე: ზამთრის ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე

CC BY 2.0 / Jon Bunting / Winter Solsticeზამთრის მზებუდობა
ზამთრის მზებუდობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
ესაა ყველაზე არააქტიური მზის დრო, რომელსაც მზებუდობა ეწოდება. გველოდება ყველაზე ხანგრძლივი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამ დღეს დგება ასტრონომიული ზამთარი და მთავრდება ასტრონომიული შემოდგომა.
ამ დღეს უძველესი დროიდან ენიჭებოდა მისტიკური მნიშვნელობა, ამიტომ ეს დრო დიდი სიფრთხილით უნდა გავატაროთ.
მზებუდობა წელს 22 დეკემბერს დადგება.
ამ დღეს მზე მაქსიმალურად იქნება მოშორებული ეკვატორს და ჰორიზონტზე მინიმალურ დონეზე გამოჩნდება.
მზებუდობა, ანუ ნაბუნიობა (ესე არს დეკენბერსა რა მზემ მატება იწყოს, გინა ივნისს რა კლება იწყოს) – ეს არის მისტიკური დრო, რომელსაც ყველა დროში დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, მაგრამ უმრავლესობისთვის ის გათავისუფლებისა და აღორძინების დროდ მიიჩნევა.
უწინ მიიჩნევდნენ, რომ ეს დღე აერთიანებს ოთხ სტიქიას: ცეცხლს, დედამიწას, წყალსა და ჰაერს და სივრცე მათი ენერგიით ივსება. გარდამტეხი მომენტი დგება ბუნებაში – მზე სწორედ ამ დღეს ყველაზე მცირე ხნით შორდება ჰორიზონტს.
ყველაზე გრძელი ღამე ადამიანებში ეჭვებსა და შიშებსაც კი იწვევს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ასეთ დროს უწმინდური არსებები დაძრწოდნენ დედამიწაზე და მზის არ ეშინოდათ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
მზებუდობა საშიშ დღედ მიიჩნევა, მაგრამ არის სასიხარულო მომენტებიც – სწორედ ამ დღიდან დაიწყებს დღე მატებას, ბუნება თითქოს გაღვიძებასა და გაზაფხულისთვის მზადებას შეუდგება. გარდამტეხი მომენტი მიესადაგება იმას, რომ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, უკან მოვიტოვოთ ეჭვები, ცუდი აზრები, გადავდგათ ნაბიჯი წინ ახალი, სუფთა ზრახვებითა და ბედნიერი მომავლის რწმენით. ნაბუნიობის ენერგეტიკა რამდენიმე დღე გაიჭიმება, ასე რომ, მოსამზადებლად დრო გვაქვს.
ამ დღეს სიფრთხილეა საჭირო – არ შეიძლება ბევრი ფულის ხარჯვა, საკუთარ შეცდომებში სხვების დადანაშაულება, გადაღლა, რთულ საქმეებზე შეჭიდება. ადამიანებს ძალა გვესაჭიროება, მაგრამ მზე ამ ძალას ვერ მოგვცემს. ამიტომ საჭიროა ენერგიის დაზოგვა.

ყველაზე გრძელი ღამე იქნება 21–22 დეკემბერის ღამე, ხოლო ყველაზე მოკლე დღე – 22 დეკემბერი. მზებუდობის ათვლა თბილისის დროით 07:27 საათზე დაიწყება.

ამ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იწყება ასტრონომიული ზამთარი, რომელიც 22 დეკემბრიდან 2024 წლის 20 მარტამდე, დღეღამტოლობის დღემდე გაგრძელდება.
დეკემბრის მზებუდობის გარდა, არის ივნისის მზებუდობა, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამეა. ამის მერე დღის ხანგრძლივობა ნელ–ნელა მცირდება.
როგორ მოვიქცეთ მზებუდობის დღეს
სასურველია, ეს დღე ახლობლების წრეში გავატაროთ. არ არის აუცილებელი მდიდრული სუფრის გაშლა – საკმარისია ერთად ყოფნა, თუნდაც მხოლოდ ჩაის ან ყავის დალევა, ასევე ახლობელთან სტუმრად წასვლა. მთავარია, მზებუდობის დღეს მარტო არ იყოთ.
რაც უფრო მეტ სითბოსა და სიკეთეს გასცემთ ამ დღეს, მით ნაკლები ნეგატივი გელოდებათ წლის განმავლობაში.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
ასტროლოგების რეკომენდაციაა, უარი თქვათ ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებზე ხმაურიან ღონისძიებებზე, მძიმე საკვებზე.
ყველანაირად თავი აარიდეთ ჭორებს – ამას დიდი მნიშვნელობა, აქვს, რადგან ახალი მზის პირველ დღეს ცხოვრებაში ნეგატივი არ უნდა შემოუშვათ.
ამ დღეს ასევე არ დახარბდეთ არაფერს და ნუ იქნებით ძუნწი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს არ ღირს ფულის გასესხება.
იდეალური იქნება, თუ ამ დღეს ბუნებაში გაატარებთ. თუ ასეთი შესაძლებლობა არ გექნებათ, ეცადეთ, არ დაიწყოთ ახალი პროექტები, ახალი იდეების რეალიზაცია სხვა დროისთვის გადაიტანეთ.
2024: რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება>>
ამ დღეს კარგია ახალი გეგმების შედგენა, ძველი ნივთების გადაყრა, სახლის მოწესრიგება (და ასევე ფიქრების – არანაკლებ მნიშვნელოვანია), ძველი წყენების დავიწყება, სურვილი ჩაფიქრება.
ამ დღეს შეიძლება და სასურველია საახალწლო ნაძვისხის დადგმა..
ყველა ახალი ამბავი
0