https://sputnik-georgia.com/20231221/ministri-saqartveloshi-32000-socialurad-daucveli-piria-dasaqmebuli-285128765.html
მინისტრი: საქართველოში 32 ათასი სოციალურად დაუცველი პირია დასაქმებული
მინისტრი: საქართველოში 32 ათასი სოციალურად დაუცველი პირია დასაქმებული
Sputnik საქართველო
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველები მუშაობენ მეეზოვეებად, დამლაგებლებად, დარაჯებად. 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T18:45+0400
2023-12-21T18:45+0400
2023-12-21T18:45+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283489525_0:141:3077:1872_1920x0_80_0_0_bcd3d7d81d2713c61300165aa9f29c4a.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ამ დროისთვის სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 32 ადამიანია დასაქმებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის ეთერში. სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სოცდაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.მინისტრის თქმით, პრემიერის ინიციატივით გასულ წელს მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც სოციალურად დაუცველებს სამუშაოს პოვნაში ეხმარება და სახელმწიფო გარანტიას იძლევა, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათ სოციალურ სტატუსს არ შეამოწმებს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სხვადასხვა სპეციალობებზე დაახლოებით 12 ათასი ვაკანსიაა გამოცხადებული.ზოგადად, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, მოქალაქეების დასასაქმებლად უწყება ბევრ ნაბიჯს დგამს, მათ შორის, ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამას.მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამებისა და პროექტების წყალობით, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა როგორც სიღარიბე, ისე უმუშევრობა.დასაქმების პროგრამაპროგრამაში ჩართვამდე სპეციალისტები სოციალურად დაუცველების ცოდნას, უნარებსა და მუშაობის გამოცდილებას აფასებენ.ბენეფიციარებს ჯგუფებად ყოფენ:იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა ბენეფიციარი, მას სთავაზობენ ან საზოგადოებრივ სამუშაოს, ან პროფესიული გადამზადების კურსს, ან ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას.პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.სულ 2023 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 231,8 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283489525_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_aa9915e52213a676a69a70da6e7af515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველოში 32 ათასი სოციალურად დაუცველი პირია დასაქმებული
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველები მუშაობენ მეეზოვეებად, დამლაგებლებად, დარაჯებად.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ამ დროისთვის სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 32 ადამიანია დასაქმებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის ეთერში.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სოცდაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.
„დღეისთვის, 32 ათასი ადამიანი გვყავს საქართველოს 80 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებული და შესაბამისად, ყოველთვიური დანამატი, რასაც პირი გამოიმუშავებს და სოციალური დახმარება, რასაც იგი იღებდა, რჩება", - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, პრემიერის ინიციატივით გასულ წელს მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც სოციალურად დაუცველებს სამუშაოს პოვნაში ეხმარება და სახელმწიფო გარანტიას იძლევა, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათ სოციალურ სტატუსს არ შეამოწმებს.
„ასევე, მას, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრებს, უნარჩუნდებათ ჯანდაცვასთან, ტრანსპორტთან დაკავშირებული შეღავათები. ძალიან კარგია, რომ ბევრის გადადინება ხდება კერძო სექტორში ანუ აქ, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ძალიან დიდი მოთხოვნაა კერძო სექტორში დასაქმების", - აღნიშნა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სხვადასხვა სპეციალობებზე დაახლოებით 12 ათასი ვაკანსიაა გამოცხადებული.
ზოგადად, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, მოქალაქეების დასასაქმებლად უწყება ბევრ ნაბიჯს დგამს, მათ შორის, ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამას.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამებისა და პროექტების წყალობით, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა როგორც სიღარიბე, ისე უმუშევრობა.
პროგრამაში ჩართვამდე სპეციალისტები სოციალურად დაუცველების ცოდნას, უნარებსა და მუშაობის გამოცდილებას აფასებენ.
ბენეფიციარებს ჯგუფებად ყოფენ:
ვისაც დიდი ხანია არ უმუშავია და მათი გამოცდილება არ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს;
ვისაც სურს დასაქმება კვალიფიკაციის მიუხედავად;
ვინც არაფორმალურად დასაქმებულია ან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.
იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა ბენეფიციარი, მას სთავაზობენ ან საზოგადოებრივ სამუშაოს, ან პროფესიული გადამზადების კურსს, ან ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 2023 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 231,8 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე.