https://sputnik-georgia.com/20231221/garemovawreebi-tbilissi-savawro-centrsi-sezleben-musaobas-285121916.html
თბილისელი გარემოვაჭრეები სავაჭრო ცენტრში შეძლებენ მუშაობას
თბილისელი გარემოვაჭრეები სავაჭრო ცენტრში შეძლებენ მუშაობას
Sputnik საქართველო
ქუჩაში ვაჭრობა დედაქალაქის ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა. 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T18:11+0400
2023-12-21T18:11+0400
2023-12-21T18:11+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/63/239106384_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_d4b47211f1ca6f017ab4ca1a4d5eaf27.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „ვარკეთილთან“ ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება, სადაც გარემოვაჭრეები შეძლებენ მუშაობას. სავაჭრო ცენტრის შესწორებული ვარიანტი თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მოიწონეს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.მეტროს სადგურ „ვარკეთილთან“ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარევაჭეობისთვის განკუთვნილი თვითნებურად დამონტაჟებული კონსტრუქცია 2022 წლის თებერვალში დაშალეს. როგორც მაშინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქუჩის მოვაჭრეებს სპეციალურ სავაჭრო ზონებში გადაიყვანენ.მიმდინარე კვირაში საკრებულოს სხდომაზე „ვარკეთილის“ მეტროსთან ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაკითხი განიხილეს. პროექტს ახორციელებს კომპანია „მეტრო ჰოლდინგი“.პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველად 2020 წელს დამტკიცდა, თუმცა კომპანიამ არსებულ გეგმაში ცვლილებები ითხოვა.სამშენებლო კომპანიის მიერ ურბანული სამსახურისთვის წარდგენილ წერილში ნათქვამია, რომ პროექტით განსაზღვრული სავაჭრო ცენტრის დაგეგმილი ინტენსივობით ამოქმედებისთანავე, არაკონკურენტუნარიანი გახდება გზის გაყოლებაზე არსებულ მცირე გაბარიტების დროებით სავაჭრო ობიექტები.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ვერ განხორციელდა ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა შემოყვანა დაგეგმილ პროექტში, რადგან აღნიშნული სავაჭრო ობიექტები მოქმედ ბიზნესს წარმოადგენს, რაც მესაკუთრეებთან მოლაპარაკების პროცედურებს ართულებს.ჯარიმები უკანონო გარევაჭრობისთვის იზრდება>>მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრის სრულყოფილად ამოქმედდება, მეორე ეტაპად დაგეგმილია გზისპირა სავაჭრო ობიექტების მფლობელებისთვის კომპლექსის შიდა, კომფორტულ სივრცეში გადმოყვანის შეთავაზება და სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით გზისპირა განაშენიანების დემონტაჟი.გარევაჭრობასთან ბრძოლა თბილისის მერიამ 2017 წლის მარტის ბოლოს დაიწყო. გარემოვაჭრეები მერიის გეგმების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს და მათ ადგილები შეღავათიანი პირობებით ქალაქის ბაზრებზე შესთავაზეს.საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარე მოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7-დღიანი პატიმრობით დაისჯება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/63/239106384_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_91d2dabf8767ef6b5519ec4dadc3fb0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე
თბილისელი გარემოვაჭრეები სავაჭრო ცენტრში შეძლებენ მუშაობას
ქუჩაში ვაჭრობა დედაქალაქის ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „ვარკეთილთან“ ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება, სადაც გარემოვაჭრეები შეძლებენ მუშაობას. სავაჭრო ცენტრის შესწორებული ვარიანტი თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მოიწონეს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
მეტროს სადგურ „ვარკეთილთან“ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარევაჭეობისთვის განკუთვნილი თვითნებურად დამონტაჟებული კონსტრუქცია 2022 წლის თებერვალში დაშალეს. როგორც მაშინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქუჩის მოვაჭრეებს სპეციალურ სავაჭრო ზონებში გადაიყვანენ.
მიმდინარე კვირაში საკრებულოს სხდომაზე „ვარკეთილის“ მეტროსთან ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაკითხი განიხილეს. პროექტს ახორციელებს კომპანია „მეტრო ჰოლდინგი“.
პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა პირველად 2020 წელს დამტკიცდა, თუმცა კომპანიამ არსებულ გეგმაში ცვლილებები ითხოვა.
სავაჭრო ცენტრის კომერციული ფართობი ჯამში დაახლოებით 17.975,3 კვ.მ-ს შადგენს ასევე კომპლექსის ქვედა ორი მიწისქვეშა სართული კვლავ განსაზღვრულია ავტოსადგომების მოსაწყობად და იტევს 174 გასაჩერებელ ადგილს. სავაჭრო ცენტრი კომერციული, საკვები, საოფისე, სამაყურებლო და სარეკრეაციო კომპონენტებით დაიტვირთება. სამშენებლო კომპანიის მიერ ურბანული სამსახურისთვის წარდგენილ წერილში ნათქვამია, რომ პროექტით განსაზღვრული სავაჭრო ცენტრის დაგეგმილი ინტენსივობით ამოქმედებისთანავე, არაკონკურენტუნარიანი გახდება გზის გაყოლებაზე არსებულ მცირე გაბარიტების დროებით სავაჭრო ობიექტები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ვერ განხორციელდა ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა შემოყვანა დაგეგმილ პროექტში, რადგან აღნიშნული სავაჭრო ობიექტები მოქმედ ბიზნესს წარმოადგენს, რაც მესაკუთრეებთან მოლაპარაკების პროცედურებს ართულებს.
მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრის სრულყოფილად ამოქმედდება, მეორე ეტაპად დაგეგმილია გზისპირა სავაჭრო ობიექტების მფლობელებისთვის კომპლექსის შიდა, კომფორტულ სივრცეში გადმოყვანის შეთავაზება და სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით გზისპირა განაშენიანების დემონტაჟი.
გარევაჭრობასთან ბრძოლა თბილისის მერიამ 2017 წლის მარტის ბოლოს დაიწყო. გარემოვაჭრეები მერიის გეგმების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს და მათ ადგილები შეღავათიანი პირობებით ქალაქის ბაზრებზე შესთავაზეს.
საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარე მოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7-დღიანი პატიმრობით დაისჯება.