https://sputnik-georgia.com/20231221/daniam-saqartvelos-tavdacvas-avtomobilebi-da-kompiuterebi-gadasca-285121561.html
დანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა
დანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა
Sputnik საქართველო
პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser) და ცენტრისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა. 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T17:52+0400
2023-12-21T17:52+0400
2023-12-21T17:52+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დანია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_44166d5558baae0677f79689cc2b5781.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ საქართველოს 403 ათასი დოლარის ღირებულების ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser), კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა გადასცა.როგორც საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა განაცხადა, მაღალი გამავლობის ტექნიკა საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში გადაეცა.უწყების ცნობით, ახალი ტექნიკა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს(JTEC) სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება.
საქართველო
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23796/42/237964279_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3bdb9f7a9797d8b7dc3cf5e36e14768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დანია , საზოგადოება, ახალი ამბები
დანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა
პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser) და ცენტრისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა.
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ საქართველოს 403 ათასი დოლარის ღირებულების ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser), კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა გადასცა.
„2021 წელი იყო პრეცედენტი, როდესაც მივიღეთ ევროკავშირის დახმარება. ყოველწლიურად გვეზრდება დახმარება გერმანიისგან, დანიისგან და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით მათ გაწეული დახმარებისთვის", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტექნიკის გადაცემის ცერემონიალზე.
როგორც საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა განაცხადა, მაღალი გამავლობის ტექნიკა საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
უწყების ცნობით, ახალი ტექნიკა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს(JTEC) სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება.