ახალი წლიდან საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების ცენტრის ათი ფილიალი გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
ახალი ცენტრები მოქალაქეებს ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას გაუმარტივებს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისსა და რეგიონებში 2024 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრის ათი ახალი ფილიალი გაჩნდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრისა მოადგილე თამარ ბარკალაიამ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მომსახურების პირველი ცენტრი, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით, თბილისში მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში გაიხსნა.
„ვფიქრობთ, რომ ეს გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს დროული და ეფექტური სერვისების მიღების შესაძლებლობას და კმაყოფილებასაც გაზრდის, ამ სერვისების მიმართულებით... ჩვენ გავაგრძელებთ სრულიად თბილისის და რეგიონების მოცვას აღნიშნული სერვისით. მომავალ წელს იგეგმება დაახლოებით 10 ფილიალის ამოქმედება, მათ შორის, თბილისის ხუთივე ტერიტორიულ ერთეულში“, – განაცხადა ბარკალაიამ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბევრი მიმართულებით მუშაობს, მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების ეს ფართო სპექტრი იყოს სწრაფი, ეფექტური და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, აღნიშნა მან.
ცენტრში, ერთ ადგილზე მოქალაქეებს შეუძლიათ სრულფასოვანი მომსახურების მიღება სოცმომსახურების, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. აქვე შესაძლებელია ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს სერვისების მიღება.
მოქალაქეებს ასევე შეუძლია აუცილებელი მომსახურების მიღება სახელმწიფო ზრუნვისა და სხვა სოციალური მიმართულებებით.
ყველა ახალი ამბავი
0