მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი უკვე მუშაობს ანტირუსული სანქციების მე-13 და მე-14 პაკეტებზე

© AP Photo / Jean-Francois Badias
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი უკვე ამზადებს ანტირუსული სანქციების მე-13 და მე-14 პაკეტებს, რომლებსაც ძალიან მალე წარუდგენენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განუცხადა გაზეთ „იზვესტიას“ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ შერიდან ფერიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველები, ვინც ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებენ, სავარაუდოდ, ბალტიის ქვეყნები იქნებიან.
როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ევროკავშირი აპირებს, კვლავაც დაუჭიროს მხარი ახალი შეზღუდვების შემოღებას.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მათ შესაძლო შინაარსზე წინასწარ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს“, — განაცხადა დანიელ შერიდან ფერიმ.
მანამდე, 18 დეკემბერს, ევროკავშირმა უკვე გამოაქვეყნა ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის შინაარსი. იგი მოიცავს: ალმასების, რუსული თხევადი ნავთობგაზების, თუჯის, ფეროშენადნობების, რკინის, სპილენძისა და ალუმინის მავთულის, კილიტისა („ფოლგა“) და ზოგიერთი მილის იმპორტის პირდაპირ აკრძალვას.
გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებსაც.
ყველა ახალი ამბავი
0