20 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
გაეცანით 20 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-21 დეკემბერის პერიოდი
13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.
მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.
ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.
აფეთქებული ვარსკვლავის გამოსახულება - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2018
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება
20 დეკემბერს დაბადებულები
20 დეკემბერს გულთბილი, კომუნიკაბელური, მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. ისინი გულგრილი არ არიან სხვისი აზრისა და პრობლემების მიმართ; გულწრფელად ზრუნავენ ოჯახზე, ნათესავებზე. მომთმენი, ერთგული მეგობრები მზად არიან, გაჭირვებულებს რთულ სიტუაციაში დაეხმარონ.
20 დეკემბერს დაბადებულებს არ უყვართ კონფლიქტები, ჩხუბი. მათი უმრავლესობა ამას თავს არიდებს. ურჩევნიათ, კონფლიქტს გაეცალონ, ვიდრე კომპრომისი ან სხვა რაიმე გადაწყვეტილება ეძებონ. ჩხუბი მათ ენერგეტიკულ რესურსებს ფიტავს.
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
20 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები უზრუნველი, დაუდევარი და არტისტული ინტელექტუალები არიან აშკარად გამოხატული შემოქმედებითი შესაძლებლობებით. მაგრამ ემოციურს მათ ვერ უწოდებ; ისინი უფრო გონებას უსმენენ, ვიდრე გულს; მათთვის უცხო რომანტიკული ხასიათის იმპულსური ქცევები.
დაუდევრებს თამამად შეუძლიათ სხვადასხვა ავანტიურაში ჩაბმა, თუმცაღა, პროექტების უმრავლესობა მათთვის წარმატებულია. თუ ისინი მატერიალურ სარგებელს ვერ ნახულობენ, ამას უყურებენ, როგორც გამოცდილების შეძენის საფეხურს. გამოცდილებას კი ამ დღეს დაბადებულები ხშირად ფულად სახსრებზე მაღლა აყენებენ.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი მშვილდოსნისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები
20 დეკემბერს დაბადებულები იდეების გენერატორები, ასევე შესანიშნავი სტრატეგები არიან. ამგვარ სპეციალისტებს სამსახურში აფასებენ. მათ შეუძლიათ ამოცანის არასტანდარტული გადაჭრის ხერხი შესთავაზონ და, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შემთხვევათა 99%–ში, „ათიანში არტყამენ“.
მათთვის კარიერისტის წოდება რთულია. ისწრავიან მიღწევებისკენ, აღიარებისკენ, მაგრამ ამისთვის ყველაფერზე არ მიდიან. მათთვის ყველაზე დიდი ჯილდოა პატიოსანი გზით მოპოვებული თანამდებობა.
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>
ჯანმრთელობა
20 დეკემბერს დაბადებულებს თავიანთ ჯანმრთელობაზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ. ისინი ნაკლებად ენდობიან ექიმებს, მაგრამ თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა ხშირად ძვირად უჯდებათ.
მათი აზრით, საუკეთესო წამალიც კი მავნებელია. მათი სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები.
ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
ზოდიაქოს მომიჯნავე ნიშნების პერიოდში დაბადებულები: განსაკუთრებული თვისებები
რჩევა:
თქვენ ძალიან გიყვართ ნივთებსა თუ მოვლენებზე ფილოსოფიური მსჯელობა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს ზედმეტადაც არ გაგიტაცებთ. გლობალური აზროვნება ცუდი არაა, მაგრამ არ ღირს მცირე დეტალებისა და ნიუანსების მნიშვნელობის დავიწყება. ისინი მთლიანს აყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0