საქართველოს ზამთრის საკურორტო სეზონი 20 დეკემბერს იხსნება

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან იხსნება.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში დამსვენებლებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
ზამთრის სეზონის საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც გუდაურში 20 დეკემბერს, 12:00 საათიდან 18:00-მდე გაიმართება, დამსვენებლებს გასართობი აქტივობები, საბავშვო ზონები, ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარის კუთხე და მუსიკალური სივრცე დახვდებათ.
საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლებს საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობა 9 დეკემბრიდან შეუძლიათ.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0