https://sputnik-georgia.com/20231219/saqartvelo-magnitskis-siastan-dakavsirebit-inarcnebs-pozicias-gadareo-uwyeba-285072224.html
საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით ინარჩუნებს თავის პოზიციას – საგარეო უწყება
საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით ინარჩუნებს თავის პოზიციას – საგარეო უწყება
Sputnik საქართველო
ამ პოლიტიკის შედეგად საქართველოში საკმაოდ სტაბილური სიტუაცია გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, განაცხადა პაპუაშვილმა. 19.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-19T19:18+0400
2023-12-19T19:18+0400
2023-12-19T21:56+0400
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ უარი თქვა შეუერთდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და ამით შეინარჩუნა თავისი პოზიცია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში.ე.წ. მაგნიტსკის სიის დამტკიცების შემდეგ თბილისი მას არ შეუერთდა, ხოლო 2018 წელს მოამზადა საკუთარი სია, სადაც შევიდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ აფხაზეთისა დ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ქართველების გატაცებასა და დაღუპვაში.ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.ამ პოლიტიკამ მოგვიტანა ის ფაქტი, რომ საქართველოში საკმაოდ სტაბილური სიტუაცია გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ამან სართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანა.ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშიის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ გაერთიანების წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცოგოვინა.საქართველო მაქსიმალურად ფრთხილად მოქმედებდა – პრემიერი საერთაშორისო სანქციების დაცვაზე>>აშშ–მა ე.წ. მაგნიტსკის აქტი სანქციების შესახებ 2012 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც, ამერიკის ხელისუფლების აზრით, მონაწილე არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. რუსეთის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დაუშვებელია ე.წ. მაგნიტსკის საქმის პოლიტიზაცია. შედეგად „მაგნიტსკის აქტს" გლობალური კანონის სტატუსი მიეცა, რომლის მიხედვით სანქციები არ უნდა შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებით, არამედ გამოყენებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელთა მოქალაქეები, აშშ–ის აზრით, არღვევენ ადამიანის უფლებებს. მოგვიანებით ანალოგიური სიები ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამაც დააწესა.საქართველო და სანქციებისაქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით ინარჩუნებს თავის პოზიციას – საგარეო უწყება
19:18 19.12.2023 (განახლებულია: 21:56 19.12.2023) ამ პოლიტიკის შედეგად საქართველოში საკმაოდ სტაბილური სიტუაცია გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ უარი თქვა შეუერთდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და ამით შეინარჩუნა თავისი პოზიცია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში.
ე.წ. მაგნიტსკის სიის დამტკიცების შემდეგ თბილისი მას არ შეუერთდა, ხოლო 2018 წელს მოამზადა საკუთარი სია, სადაც შევიდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ აფხაზეთისა დ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ქართველების გატაცებასა და დაღუპვაში.
„საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად – 50 პროცენტამდეა გაზრდილი“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.
„ეს სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს, იცით, რომ რამდენიმე ქვეყანასაც ეხება, მათ შორის საქართველოც მიუერთდა ჩრდილოეთ კორეასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, საქართველოს განცხადებული პოლიტიკა აქვს და ამ პოლიტიკას მივყვებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ პოლიტიკამ მოგვიტანა ის ფაქტი, რომ საქართველოში საკმაოდ სტაბილური სიტუაცია გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ამან სართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანა.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშიის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ გაერთიანების წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცოგოვინა.
აშშ–მა ე.წ. მაგნიტსკის აქტი სანქციების შესახებ 2012 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც, ამერიკის ხელისუფლების აზრით, მონაწილე არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. რუსეთის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დაუშვებელია ე.წ. მაგნიტსკის საქმის პოლიტიზაცია. შედეგად „მაგნიტსკის აქტს" გლობალური კანონის სტატუსი მიეცა, რომლის მიხედვით სანქციები არ უნდა შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეებით, არამედ გამოყენებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელთა მოქალაქეები, აშშ–ის აზრით, არღვევენ ადამიანის უფლებებს. მოგვიანებით ანალოგიური სიები ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამაც დააწესა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.