რუსულმა ავიაკომპანიამ პეტერბურგსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობა გაზარდა

© photo: Sputnik / Konstantin Mikhal'chevskiyავიაკომპანია Red Wings-ის სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A321-231
ავიაკომპანია Red Wings-ის სამგზავრო თვითმფრინავი  Airbus A321-231  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
სამშაბათობითა და შაბათობით შესასრულებელ რეისებს განრიგში ხუთშაბათის ფრენა დაემატა
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ავიაკომპანია Red Wings-მა თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის მარშრუტით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს, იუწყება „პულკოვოს“ აეროპორტის მმართველი კომპანიის პრესსამსახური.
„ავიაკომპანია Red Wings-მა სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის ფრენების განხორციელება კვირაში სამჯერ დაიწყო. სამშაბათობითა და შაბათობით შესასრულებელ რეისებს დაემატა ხუთშაბათის ფრენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე მიმართულებაზე ფრენებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს. ამგვარად, რეისები სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის კვირაში ხუთჯერ შესრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0