რამდენი ნიკოლოზია საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
Николоз - одно из самых популярных мужских имен в Грузии ნიკოლოზი ერთ-ერთი პოპულარული სახელია საქართველოში
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე საქართველოში ნიკოლოზის სახელი 727 ახალშობილს დაარქვეს, ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
სულ საქართველოში ნიკოლოზის სახელით 57.941 მოქალაქეა რეგისტრირებული. სტატისტიკა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს ზეიმობს.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
დღეს ნიკოლოზობაა
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
ყველა ახალი ამბავი
0