ოთარ იოსელიანს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ცნობილ კინორეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს ოთარ იოსელიანს ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დღეს დაკრძალავენ.
დიდი კინორეჟისორის გარდაცვალების შესახებ კვირას, 17 დეკემბერს გახდა ცნობილი. ოთარ იოსელიანი თებერვალში 90 წლის გახდებოდა.
ოთარ იოსელიანი 1980-იანი წლებიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ბოლო პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და აქ გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1962 წელს გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აპრილი". 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის „პასტორალი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.
მაყურებლისთვის ასევე ცნობილია მისი ფილმები „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.
2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარადგინეს. 2011 წელს ოთარ იოსელიანმა მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0