https://sputnik-georgia.com/20231219/gizrdeba-tu-ara-tarifebi-komunalur-momsaxurebaze-davit-narmanias-pasuxi-285074905.html
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე - დავით ნარმანიას პასუხი
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე - დავით ნარმანიას პასუხი
Sputnik საქართველო
2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიაზე ხუთწლიანი ტარიფი დაწესდა, გასული წლის ბოლოს კი გაზის ხუთწლიანი ტარიფი დაწესდა, ეს ტარიფები არ იცვლება, განაცხადა კომისიის... 19.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-19T21:05+0400
2023-12-19T21:05+0400
2023-12-19T21:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სემეკი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/96/238819654_0:112:2001:1237_1920x0_80_0_0_84978daf22270ab5d847984d602cf6c6.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების ზრდა არ იგეგმება, - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობიდან გამომდინარე სამი ტარიფი მოქმედებს.საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.დავითაშვილი: პურზე ფასი არ გაიზრდება, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს >>გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/96/238819654_100:0:1899:1349_1920x0_80_0_0_83fd6a3d85fe5aeb5add941bde2ae18a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ენერგეტიკა
გაიზრდება თუ არა ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე - დავით ნარმანიას პასუხი
2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიაზე ხუთწლიანი ტარიფი დაწესდა, გასული წლის ბოლოს კი გაზის ხუთწლიანი ტარიფი დაწესდა, ეს ტარიფები არ იცვლება, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების ზრდა არ იგეგმება, - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობიდან გამომდინარე სამი ტარიფი მოქმედებს.
„ჩვენ დავადგინეთ ხუთწლიანი ტარიფები ელექტროენერგიაზე 2020 წლის ბოლოს, ეს ტარიფები არის უცვლელი. გასული წლის ბოლოს ბუნებრივ აირზე დავადგინეთ ხუთწლიანი ტარიფი. შესაბამისად, არც ელექტროენერგიის, არც ბუნებრივი აირის ნაწილში ტარიფების ზრდას კომისია არ გეგმავს“, - განაცხადა ნარმანიამ პრესცენტრ „მედიაცენტრ მთავარის“ ეთერში.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.