როცა „ლექსი გაწვალებს“ - სცენიდან პოეზიის სამყაროში

© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
სოფიო ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
თეატრის მერე, სოფიო ღლონტი პოეზიის მუზამ მოძებნა და ლექსები „დააწერინა“.
ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომ ხელოვნებისადმი მისი ინტერესი გასაკვირი არც არის. ლოტბარი ბაბუის, ნოე ბარბაქაძის ოჯახში სცენა და ხელოვნება ჩვეულებრივი იყო. შემდგომში, როგორც თავად გვითხრა, ეს ამბავი „ცეცხლად წამეკიდა"., ამიტომ ბავშვობიდან ვმღერი და სცენაზე გამოსვლაც არაერთხელ მომიწიაო.“ერთ მშვენიერ დღეს, სოფიო ღლონტი პანტომიმების თეატრის სცენაზე აღმოჩნდა. ეს ამირან შალიკაშვილის დახმარებით მოხდა. .
© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
სოფიო ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
სოფიო ღლონტი
- ქალბატონო სოფიო, როგორ აღმოჩნდით პანტომიმების თეატრში?
- ეს ძველი ამბავია, მაშინ მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი და ამირან შალიკაშვილს შევხვდი. მას ვიზუალურად მოვეწონე და მახსოვს თავის კოლეგებს უთხრა –ეს ჩემი გოგოა და თეატრში მიმყავსო. ბატონი ამირანი თავის მოწაფეებს ყოველთვის აძლევდა იმის შანსს, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობისას სცენაზე ეთამაშათ, ამიტომ წლის ბოლოს საკურსო სპექტაკლები გვქონდა.
© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
სოფიო ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
სოფიო ღლონტი
- რომელ სპექტაკლს გაიხსენებთ?
- იმ სპექტაკლებიდან, რომელშიც ვთამაშობდი, გავიხსენებ ორს, ესენია: „კიდევაც დაიზრდებიან" და „კრიმანჭული". როცა თეატრიდან წამოვედი, ბატონი ამირანი ცოტა გამიბრაზდა, მაგრამ მიზეზი რომ ავუხსენი, ისევ დავმეგობრდით. ის ქართველი გენიოსია, რომლის ღვაწლი სიცოცხლეშივე სათანადოდ არ დაფასდა, რაც, სამწუხაროდ, გვჩვევია ქართველებს.
© photo: courtesy of Sofio Ghlontiპანტომიმების მსახიობებთან ერთად
პანტომიმების მსახიობებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
პანტომიმების მსახიობებთან ერთად
- პანტომიმა სინთეზური ხელოვნებაა...
- დიახ, ასეა. ეს ჟანრი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს, ეს სინთეზური ხელოვნებაა. პლასტიკის ენა, რომელიც ჟესტებით და მიმიკით უსიტყვოდ გადმოსცემს სათქმელს და გვიყვება ამბავს. როგორც მაესტრო ამირან შალიკაშვილი იტყოდა: „ეს ხელოვნების ელიტარული დარგია, რომელიც ყველასი არაა". პანტომიმის მსახიობი რომ გახდე, უნდა ცეკვავდე და ფლობდე საკუთარ სხეულს სცენაზე –ეს აუცილებელი პირობაა. მისდამი ინტერესი მუდამ მქონდა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა, რადგან კარგად ვიცი, რა კოლოსალურ, თავგანწირულ შრომას მოითხოვს პანტომიმა. თეატრში ჩემ მოხვედრას ფორტუნას დავაბრალებდი...
© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
სოფიო ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
სოფიო ღლონტი
- თეატრის შემდეგ როდის შედგა თქვენი, როგორც პოეტის დებიუტი?
- 2012 წელს, დედის დაჟინებული თხოვნით, რომელიც ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ლექტორი იყო, ჩემი ლექსები ჟურნალ „ცისკარში“ მის რედაქტორთან, ბატონ ბაღათერ არაბულთან მივიტანე. ყველაფერი ამ ჟურნალში ჩემი დებიუტით დაიწყო. პოეზია ყველაზე დაფარული და აშკარაა, თან ძალიან ინტიმური სამყაროა. ლექსებს ბავშვობიდან ვწერ, მაგრამ ჩემი დაწერილის გასაჯაროების სურვილი არასოდეს მქონია.
© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
სოფიო ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
სოფიო ღლონტი
- ერთგან ამბობთ, რომ ლექსი გაწვალებთ, რატომ?
- ამის პასუხად ისევ ამავე სახელწოდების ლექსს გავიხსენებ:
- ლექსი მაწვალებს, ქარბუქიან ფიქრებს ამიშლის,
ვიცი, მშფოთვარე ღამეებიც მაფარებს საბანს,
მზე რომ ამოვა, აიტაცებს დედა თავის შვილს
და ცისარტყელა გამოკრთება, როცა პირს დაბანს...
დედა, მიშველე! ლექსი უნდა ამოვთქვა, თორემ
ბობოქრობს სევდა, უშობელი კვდება აზრები,
მდინარე დგება, ხახას იშრობს და ხდება მდორე
და ლაბირინთში უგზო-უკვლოდ დავიარები...
ლექსი მაწვალებს, ვულკანებად ამოვა მგონი,
ვიმშობიარებ ამ ცხრა თვეზე ნამწიფებ ვარამს,
ვიცი, რომ კვლავაც დამიფარავს მაღალი გონი,
ლექსის სიწმინდე ნაცოდვილარ ცხოვრებას ფარავს...
ლექსი მაწვალებს, მას სიმშვიდეც ამოაქვს, შფოთიც,
ვხედავ ბეთჰოვენს ჩამოაწვა თითებზე დაღლა,
ნიკალასა და გალაქტიონს შეარქვეს ლოთი,
მათი სტრიქონი სინანულად დამტირის ახლა...
ლექსმა მომიხმო, ჩამომიჯდა საწოლზე თავად,
იქნებ ლექსია, ან მე გავხდი ძალიან ავად?!.
© photo: courtesy of Sofio Ghlontiსოფიო ღლონტი
სოფიო ღლონტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
სოფიო ღლონტი
- ხელოვნების მიღმა რაში ხედავთ საკუთარ თავს?
- ხელოვნების მიღმა საკუთარ თავს ვერსად ვხედავ, თუმცა, იყო დედა, ეს ყველაზე დიდი ხელოვნებაა. ჩემი გურული ქარიზმატურლი ბუნებიდან გამომდინარე, ალბათ ვერასოდეს გავჩერდები. „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებსო" წერია ბიბლიაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემში სახელოვნებო ენერგია ახალი ძალით იფეთქებს და რამეს „ჩამადენინებს".
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0