https://sputnik-georgia.com/20231218/2024-wlidan-samxedroebis-xelpasebi-1700-laramde-gaizrdeba-285044445.html
2024 წლიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება
2024 წლიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება
Sputnik საქართველო
2024 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 1,4 მლრდ ლარი იქნება - თანხები მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის... 18.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-18T19:41+0400
2023-12-18T19:41+0400
2023-12-18T19:41+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251840313_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_efc3259f5c2192becc7eef27b4450027.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვრიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება და 1,7 ათას ლარს შეადგენს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.2023 წელს ქვეყანაში პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 20%-ით გაიზარდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება აღნიშნული პროცესის შეჩერებას არ აპირებს და იგი ქვეყნის განვითარების პარალელურად განხორციელდება.მისი თქმით, 2024 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება.„ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 26%-ით გაიზრდება. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით, რაც ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო>>>გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 7,8 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი ბიუჯეტი გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტიც 1,4 მლრდ ლარი იქნება და თანხები მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251840313_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_4c09dd7ef3b0d73b9e4d8d60a3896dcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
2024 წლიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები 10%-ით გაიზრდება
2024 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 1,4 მლრდ ლარი იქნება - თანხები მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვრიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება და 1,7 ათას ლარს შეადგენს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
2023 წელს ქვეყანაში პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 20%-ით გაიზარდა.
„თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, იგი გახდა 1,5 ათასი ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და მინიმალური დარიცხული ხელფასი 1,7 ათასი ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები, რაც საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე კიდევ უფრო მეტია", - განაცხადა ბურჭულაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება აღნიშნული პროცესის შეჩერებას არ აპირებს და იგი ქვეყნის განვითარების პარალელურად განხორციელდება.
მისი თქმით, 2024 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება.
„ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 26%-ით გაიზრდება. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით, რაც ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 7,8 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი ბიუჯეტი გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტიც 1,4 მლრდ ლარი იქნება და თანხები მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.