პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მომავალი წლის ძირითად ფინანსურ პარამეტრებს განსაზღვრავს.
სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის ამჟამინდელ მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის პროგნოზებს საქართველოს მიმართ.
2024 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი

2023

2024

ეკონომიკური ზრდა, %

6,5

5,2

დეფლატორი, %

3,1

3,0

მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი

79,3

85,98

შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი

21,9

21,9

სახბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-თან

2,8

2,5

სახბიუჯრტის ხარჯები, % მშპ-თან

22,5

23,3

ცვლილებების თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის გაზრდა 5,2%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 86 მლრდ ლარის დონეზე. ბოლო პროგნოზით ის 78,7 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 2,5%-ის დონეზე დადგინდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 38% იქნება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი საბოლოო ვარიატის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტში შემოსულობები, გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,4 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 24,6 მლრდ ლარი იქნება.
ამასთან, შემოსავლები 2,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 20,7 მლრდ ლარს შეადგენს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები

მაჩვენებლები

2023

2024

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

22 170,9

24 569,5

საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

16 710,4

19 115,0

გრანტები

279,6

266,0

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

22 311,3

25 030,4

რაც შეეხება ბიუჯეტის გასავლის ნაწილს, პროექტის თანახმად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2,7 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 25 მლრდ ლარს მიაღწევს.
ვინ მიიღებს მეტ თანხას
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 7,8 მილიარდი ლარი იქნება.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, ასაკობრივი პენსიონერების პენსიების გაზრდას, მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, ექთნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას.
თანხები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას.
2024 წელს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 3,4 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 1,9 მლრდ ლარი მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი თანხა კი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, წყალმომარაგების სისტემის განახლებას და სკოლების მშენებლობას.
გაზრდილი ბიუჯეტი გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტიც 1,4 მლრდ ლარი იქნება და თანხები მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.
იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიც, რომელიც 1,3 მლრდ ლარი იქნება - თანხები პოლიციის თანამშრომელთა ხელფასების 10%-ით ზრდას მოხმარდება.
2023 წლის პროგნოზით, მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარი იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი კი 9,6 მილიონი ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0