თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა იზრდება - მერია პრობლემის გადაჭრას გეგმავს

© photo: Sputnikმიუსაფარი ძაღლი
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2023
გამოწერა
მერია ქუჩის ძაღლებისა და კატების პოპულაციის შესამცირებლად ძალადობრივ მეთოდებს არ გამოიყენებს, აღნიშნა მერმა
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა კვლავ იზრდება და პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს მომავალში ახალი კანონი წარედგინება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თბილისელებისთვის. იმავდროულად, საქართველოს აქვს ძალიან სუსტი საკანონმდებლო ბაზა ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებით - ჯარიმები მხოლოდ სასტიკი მოპყრობისთვის მოქმედებს.
„ქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. პირველი, ვინც ვართ დამნაშავეები, ჩვენ, ადამიანები ვართ. ძაღლი არ არის ნივთი, რომ მაგალითად, აიღო და გარეთ დააგდო“, - განაცხადა კალაძემ.
მერია ქუჩის ძაღლებისა და კატების პოპულაციის შესამცირებლად ძალადობრივ მეთოდებს არ გამოიყენებს, აღნიშნა მან.
„ჩვენ ამ მიმართულებით ჰუმანური დამოკიდებულება გვაქვს და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომავალ კვირას დარეგისტრირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გურიაში ძაღლმა პატარა ბავშვები დაკბინა - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა >>
წინასწარი მონაცემებით, ახალი ინიციატივა ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას, ცხოველების გაგდებისთვის ჯარიმების დაწესებას და გარკვეული ჯიშების მოშენების აკრძალვას გულისხმობს.
კანონპროექტი ასევე დაარეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცხოველთა უკონტროლო გამრავლება, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა და ბრძოლების ჩატარება, ცოფისა და სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია, ცხოველების მოვლის წესები, მეცხოველეობისა და კომერციული ობიექტების საქმიანობა.
პროექტის მთავარი საკამათო საკითხი ცხოველთა ევთანაზიაა და თბილისის მერია, როგორც პროექტის ინიციატორი, ერთი წელია ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავდა.
ყველა ახალი ამბავი
0