გურიაში ძაღლმა პატარა ბავშვები დაკბინა - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2023
გამოწერა
ძაღლმა ჯერ ერთი ბავშვი დაკბინა, ხოლო შემდეგ მეორე ბავშვს დაესხა თავს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა, იუწყება „რუსთავი 2“.
ბავშვებიდან ერთი 5 წლის, ხოლო მეორე 2 წლისა და 7 თვისაა. ისინი ძმები არიან.
განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის ქალაზე აქვს მიყენებული. ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. უფროსი ბიჭის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.
თვითმხილველების თქმით, როცა ძაღლი ბავშებს თავს დაესხა, ამ დროს მათთან ერთად დედაც იმყოფებოდა. შემდეგ მათ მეზობელი მიეშველა.
ძაღლმა ჯერ ერთი ბავშვი დაკბინა. როცა პატარას დედა-შვილის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადაეყვანათ, ძაღლი მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, დედამ ის უგონო მდგომარეობაში იპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0