https://sputnik-georgia.com/20231216/qutaissa-da-kopenhagens-soris-pirveli-pirdapiri-reisi-sesrulda-284996162.html
ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა
ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა
Sputnik საქართველო
ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. 16.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-16T19:46+0400
2023-12-16T19:46+0400
2023-12-16T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
დანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500304_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_f52c650dcaf0186c90fe2494b68b9fc2.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.დღეს პირველ რეისს დანიის დედაქალაქიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა.რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ხომალდი AIRBUS 321neo დაამატა.ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ რეისებზე ბილეთების ფასები 109 ლარიდან დაიწყებოდა.ქუთაისის აეროპორტმა 11 თვეში რეკორდული რაოდენობის მგზავრი გადაიყვანა >>საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1.514.280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ეს მონაცემი იყო 665.732 მგზავრი.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
საქართველო
ქუთაისი
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500304_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_aa81387188e5691f7e211c7dc159faf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, დანია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, დანია
ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა
ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.
დღეს პირველ რეისს დანიის დედაქალაქიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა.
რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ხომალდი AIRBUS 321neo დაამატა.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ რეისებზე ბილეთების ფასები 109 ლარიდან დაიწყებოდა.
საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1.514.280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ეს მონაცემი იყო 665.732 მგზავრი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.