https://sputnik-georgia.com/20231216/germania-saqartvelos-usafrtxo-qveyanad-ariarebas-process-asrulebs-284994621.html
გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად აღიარების პროცესს ასრულებს
გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად აღიარების პროცესს ასრულებს
Sputnik საქართველო
ცხრა თვეში გერმანიიდან 1486 საქართველოს მოქალაქე გააძევეს 16.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-16T15:55+0400
2023-12-16T15:55+0400
2023-12-16T16:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_c4bfa7bdbaf3dcc6b8dc7600bb71613e.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა, იუწყება „პირველი არხი“.მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ მის მოქალაქეებს არ ემუქრება დევნა რომელიმე რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი აღარ მიენიჭებათ, ხოლო თავშესაფრის მინიჭების თხოვნის განაცხადის განხილვის დრო შემცირდება.საქართველოს მოქალაქეების აშშ-დან დეპორტაციის პირობები დამტკიცდა >>დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოს 1486 მოქალაქე გააძევეს.მანამდე საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარეს ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ.გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებზე 99,9%-ზე უარყოფითი პასუხი იყო გაცემული.გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8.865-მა და მოლდოვის 5.218-მა მოქალაქემ მოითხოვა.2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.ქვეყანაში მიღებულია არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_569545157cd193bac4ee45ecf1eb120c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, გერმანია
გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად აღიარების პროცესს ასრულებს
15:55 16.12.2023 (განახლებულია: 16:55 16.12.2023) ცხრა თვეში გერმანიიდან 1486 საქართველოს მოქალაქე გააძევეს
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა, იუწყება „პირველი არხი“.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ მის მოქალაქეებს არ ემუქრება დევნა რომელიმე რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი აღარ მიენიჭებათ, ხოლო თავშესაფრის მინიჭების თხოვნის განაცხადის განხილვის დრო შემცირდება.
დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოს 1486 მოქალაქე გააძევეს.
მანამდე საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარეს ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებზე 99,9%-ზე უარყოფითი პასუხი იყო გაცემული.
გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8.865-მა და მოლდოვის 5.218-მა მოქალაქემ მოითხოვა.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.
ქვეყანაში მიღებულია არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.
გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.