https://sputnik-georgia.com/20231216/batumsi-policiis-tanamsromlebma-binebi-seravatian-fasad-miires-284994462.html
ბათუმში პოლიციის თანამშრომლებმა ბინები შეღავათიან ფასად მიიღეს
ბათუმში პოლიციის თანამშრომლებმა ბინები შეღავათიან ფასად მიიღეს
Sputnik საქართველო
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა 16.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-16T14:35+0400
2023-12-16T14:35+0400
2023-12-16T16:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250223_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_761f1feff36f04b314b0b8c0853b518b.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები.უწყების თანამშრომლებისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ახალაშენებულ კორპუსებს ასევე აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცათ.დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.„პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, -განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, ბინები ამ დრომდე საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250223_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_44369b28b04c4b1d27a8cd20ff67df57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში
ბათუმში პოლიციის თანამშრომლებმა ბინები შეღავათიან ფასად მიიღეს
14:35 16.12.2023 (განახლებულია: 16:35 16.12.2023) ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო აფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს მესაკუთრე საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით დაფარავს. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში მიიღებს.
უწყების თანამშრომლებისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ახალაშენებულ კორპუსებს ასევე აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.
პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცათ.
დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
„პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, -განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, ბინები ამ დრომდე საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.