https://sputnik-georgia.com/20231215/sakrebulos-sxdomaze-sacobebis-temaze-kamati-moxda-284979199.html
საცობები თბილისში საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა
საცობები თბილისში საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა
Sputnik საქართველო
საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიკროფონი გაუთიშა 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T18:58+0400
2023-12-15T18:58+0400
2023-12-15T18:58+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714118_0:182:3315:2047_1920x0_80_0_0_51d0ea6765f4edb6f4332ab2c0748226.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა - საცობები - საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2023 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს.კამათი საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც მან მერს ჰკითხა, თუ როგორ არის შესაძლებელი დედაქალაქში საცობების პრობლემის გადაჭრა.ოპოზიციონერს სიტყვით გამოსვლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ შეაწყვეტინა, რომელმაც ნადირაძეს განუცხადა, რომ მას შეფასების საშუალება მოგვიანებით ექნება, მანამდე კი შეკითხვა უნდა დასვას.ამის შემდეგ ნადირაძემ გააგრძელა თავისი გამოსვლა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ ე.წ. საცობებზე საუბარი.„თქვენ გზებზე საცობების პრობლემას ვერ უმკლავდებით და ჩვენ ეს უბრალოდ ასე უნდა დავტოვოთ? რადგანაც ჩვენ ვერ ვნახეთ გამოსავალი ვერც თქვენს ანგარიშში და ვერც მომავალი წლის ბიუჯეტში, არის წინადადება, გადავჯდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ახვალ ავტობუსში - ჭყლეტაა , მეტროში ჭყლეტაა, მიკროავტობუსშიც ჭყლეტა, თუ საერთოდ ახვალ. რა ეშველება საზოგადოებრივ ტრანსპორტს?" – განაცხადა ნადირაძემ.ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გამოურთო, რის შემდეგაც ნადირაძემ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.ბრძოლა საცობებთან თბილისში: ტრაილერებთან დაკავშირებით ბოლო სიტყვას საკრებულო იტყვის>>>თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და ასევე განტვირთვოს ქალაქი საცობებისგან. აღნიშნულირეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.როგორც ადრე კალაძემ განაცხადა, თბილისში საცობების მთავარი მიზეზი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. მერის თქმით, პიკის საათებში თბილისში 650 ათასი მანქანა მოძრაობს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 657,7 ათასი შეადგინა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში საქართველოში ასეთი 639,7 ათასი ავტომობილი იყო.თბილისის მერია 2023 წლის ივლისიდან გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით ახალ პროექტს - „მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“ ახორციელებს, რომლის მიზანი ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714118_586:0:3315:2047_1920x0_80_0_0_a20db9f9a11ef153da0fbca5d6de9858.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საცობები თბილისში საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა
საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიკროფონი გაუთიშა
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა - საცობები - საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2023 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს.
კამათი საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის გამოსვლას მოჰყვა, რა დროსაც მან მერს ჰკითხა, თუ როგორ არის შესაძლებელი დედაქალაქში საცობების პრობლემის გადაჭრა.
„ჩვენს მოქალაქეებს არ ეცინებათ, როცა საათობით უწევთ კახა კალაძის საცობებში დგომა. საინტერესოა, ესროგორ მოახერხეთ. თქვენ უკვე მეორე ვადით ხართ თბილისის მერი, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ორი მილიარდია დახარჯული, ხოლო სიტუაცია გაუმჯობესების ნაცვლად, წლიდან წლამდე უარესდება“, - განაცხადა ნადირაძემ.
ოპოზიციონერს სიტყვით გამოსვლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ შეაწყვეტინა, რომელმაც ნადირაძეს განუცხადა, რომ მას შეფასების საშუალება მოგვიანებით ექნება, მანამდე კი შეკითხვა უნდა დასვას.
ამის შემდეგ ნადირაძემ გააგრძელა თავისი გამოსვლა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ ე.წ. საცობებზე საუბარი.
„თქვენ გზებზე საცობების პრობლემას ვერ უმკლავდებით და ჩვენ ეს უბრალოდ ასე უნდა დავტოვოთ? რადგანაც ჩვენ ვერ ვნახეთ გამოსავალი ვერც თქვენს ანგარიშში და ვერც მომავალი წლის ბიუჯეტში, არის წინადადება, გადავჯდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ახვალ ავტობუსში - ჭყლეტაა , მეტროში ჭყლეტაა, მიკროავტობუსშიც ჭყლეტა, თუ საერთოდ ახვალ. რა ეშველება საზოგადოებრივ ტრანსპორტს?" – განაცხადა ნადირაძემ.
ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გამოურთო, რის შემდეგაც ნადირაძემ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და ასევე განტვირთვოს ქალაქი საცობებისგან. აღნიშნულირეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
როგორც ადრე კალაძემ განაცხადა, თბილისში საცობების მთავარი მიზეზი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. მერის თქმით, პიკის საათებში თბილისში 650 ათასი მანქანა მოძრაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 657,7 ათასი შეადგინა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში საქართველოში ასეთი 639,7 ათასი ავტომობილი იყო.
თბილისის მერია 2023 წლის ივლისიდან გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით ახალ პროექტს - „მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“ ახორციელებს, რომლის მიზანი ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა.