https://sputnik-georgia.com/20231213/brzola-sacobebtan-tbilissi-trailerebtan-dakavsorebit-bolo-sityvas-sakrebulo-ityvis-284930487.html
ბრძოლა საცობებთან თბილისში: ტრაილერებთან დაკავშირებით ბოლო სიტყვას საკრებულო იტყვის
ბრძოლა საცობებთან თბილისში: ტრაილერებთან დაკავშირებით ბოლო სიტყვას საკრებულო იტყვის
Sputnik საქართველო
შეზღუდვა შეეხება გარკვეულ რაიონებსა და ქუჩებს, შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა ნაკლებად დაიტვირთება 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T23:30+0400
2023-12-13T23:30+0400
2023-12-14T04:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516732_0:79:3000:1767_1920x0_80_0_0_9398da242aa8b696406d9cb1e89a8b1b.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.აღნიშნული აკრძალვა საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება.ცვლილებების ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დეპუტატები განმარტავენ, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის 37 ათასზე მეტი დიდგაბარიტიანი ავტომობილი, რაც ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს ქმნის.მისივე განმარტებით, M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე აგვისტოში. გარდა ამისა, შეზღუდვა არ შეეხება შემდეგი კატეგორიის ტრანსპორტს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შM3, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, აღნიშნა კახა კალაძემ.აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს - პირველ შემთხვევაზე, 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3.000 ლარის ოდენობით.მერის განმარტებით, შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს.მერის განმარტებით, დღეს თბილისში პიკის საათებში 650 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება, და ეს რიცხვი იზრდება.2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 2,8%-ით გაიზარდა. შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე ავტომობილების რიცხვმა კვარტლის ბოლოს 657,7 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში მათი რაოდენობა 629,7 ათასი იყო.ავტომობილების საერთო რაოდენობიდან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516732_270:0:2731:1846_1920x0_80_0_0_59271efb43de7bf4e6b51668d965c564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ბრძოლა საცობებთან თბილისში: ტრაილერებთან დაკავშირებით ბოლო სიტყვას საკრებულო იტყვის
23:30 13.12.2023 (განახლებულია: 04:05 14.12.2023) შეზღუდვა შეეხება გარკვეულ რაიონებსა და ქუჩებს, შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა ნაკლებად დაიტვირთება
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აღნიშნული აკრძალვა საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება.
ცვლილებების ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დეპუტატები განმარტავენ, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის 37 ათასზე მეტი დიდგაბარიტიანი ავტომობილი, რაც ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს ქმნის.
„საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე აგვისტოში. გარდა ამისა, შეზღუდვა არ შეეხება შემდეგი კატეგორიის ტრანსპორტს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ
M3, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, აღნიშნა კახა კალაძემ.
აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს - პირველ შემთხვევაზე, 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3.000 ლარის ოდენობით.
მერის განმარტებით, შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს.
მერის განმარტებით, დღეს თბილისში პიკის საათებში 650 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება, და ეს რიცხვი იზრდება.
კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა.
კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.
კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 2,8%-ით გაიზარდა. შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე ავტომობილების რიცხვმა კვარტლის ბოლოს 657,7 ათასი შეადგინა, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში მათი რაოდენობა 629,7 ათასი იყო.
ავტომობილების საერთო რაოდენობიდან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული.