პესკოვმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებების გადაწყვეტილება, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მათი სუვერენული საქმეა, თუმცა აქ ერთი ნიუანსი ჩანს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ეს არის აბსოლუტურად სუვერენული საკითხი საქართველოსთვისაც, უკრაინისა და მოლდოვისთვისაც. მაგრამ აქ ამ გადაწყვეტილების პოლიტიზაცია ჩანს. ევროკავშირის ისტორიაში ახლა არცთუ საუკეთესო პერიოდებია — როგორც ამ კავშირის ფუნქციონირების, ისე ეკონომიკისა და სხვა თვალსაზრისით. ამიტომ ცხადია, რომ ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება. ეს არის ევროკავშირის სურვილი, ამ სახით გამოხატოს ამ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ასეთ ახალ წევრებს „ფაქტობრივად შეუძლიათ კავშირის დესტაბილიზაცია“. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი და ევროკავშირი ერთ ევროპულ კონტინენტზე ცხოვრობენ, მოსკოვი, „დაინტერესებული მხარეა და ამიტომ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს“.
მანამდე, 14 დეკემბერს, ევროსაბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

საქართველო და ევროკავშირი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 2006 წლიდან დაიწყო. ეს ურთიერთობები ყველაზე მეტად 2009 წელს გაღრმავდა, როდესაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე გახდა.
2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილი — ეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა.
2017 წლის მარტში ევროკავშირმა გააუქმა ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში.
2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირს გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნით მიმართა.
2022 წლის ივნისში საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ მიენიჭა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად 12 პირობა წაუყენა. საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო, და რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების შესახებ და რეკომენდაცია გაუწია ევროპულ საბჭოს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0