მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ორბანი: უნგრეთი კიდევ 75-ჯერ შეძლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი იმიტომ არ შეუშალა, რომ მას კიდევ 75-ჯერ ექნება შესაძლებლობა, შეაჩეროს პროცესი, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში.
„გადამწყვეტი არგუმენტი იყო ის, რომ უნგრეთი არაფერს კარგავს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საბოლოო სიტყვა 27-მა პარლამენტმა, მათ შორის უნგრულმაც, უნდა თქვას. ასე რომ, თუ არ გვინდა, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს, უნგრეთის პარლამენტი წინააღმდეგ მისცემს ხმას. იქნება დაახლოებით 75 შესაძლებლობა იმისა, რომ უნგრეთის მთავრობამ ეს პროცესი შეაჩეროს, — აღნიშნა ორბანმა.
მანამდე ევროპელმა ლიდერებმა შეხვედრა გამართეს, სადაც უკრაინასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ვიქტორ ორბანი ამჯერადაც შეეწინააღმდეგა ევროპელ ლიდერებს, რომლებიც სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ორბანის დარწმუნებას, არ დაედო ვეტო გადაწყვეტილებაზე. საბოლოოდ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას სხდომათა დარბაზიდან გასვლა და ყავის დალევა შესთავაზა, რათა დანარჩენ 26 ლიდერს ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიეღო, რითაც ევროკავშირის წესები არ დაირღვეოდა.
უნგრეთის პრემიერი მართლაც გავიდა დარბაზიდან ვეტოს დაუდებლად, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ამგვარ ვითარებაში სრულიად უაზრო, ირაციონალური და არასწორია“.
აღსანიშნავია, რომ სამიტზე ასევე განიხილებოდა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს გამოყოფის საკითხიც, რაზეც ლიდერებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს — ვიქტორ ორბანმა მას ვეტო დაადო. მისი თქმით, „ორი დათმობა ერთ სამიტზე ძალიან ბევრია“.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0