კახა კალაძე: თბილისის მეტროს ვაგონები ახალი ვაგონებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება მეტროს ვაგონების ეტაპობრივად ჩანაცვლების თაობაზე. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, მეტროს ვაგონებს, რომლებიც დღეს ემსახურება თბილისის მოსახლეობას, გარკვეული დროის შემდეგ ეწურება გადაადგილების და მოძრაობის რესურსი.
,,ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ რესურსის გასვლისთანავე ისინი ჩანაცვლდეს ახალი ვაგონებით. როდესაც აღნიშნულ ვაგონს დაუმთავრდება ექსპლუატაციის ვადა, შემოვა მეტროს ახალი ვაგონები. თუ რომელი ფირმის იქნება, ამაზე ამჯერად პასუხი არ მაქვს, რადგან ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა”, - განაცხადა კალახრმ.
მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრა გამართა, სადაც მეტროს ვაგონების განახლების პროექტის დეტალები განიხილეს.
პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
ყველა ახალი ამბავი
0