განათლების სამინისტროს უფლებამოსილება ფართოვდება - რას დაუჭირა პარლამენტმა მხარი

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
ამჟამად ახალგაზრდული პოლიტიკა კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
დეპუტატებმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პროექტის თანახმად, 2024 წლიდან ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან უწყებას ახალი სახელწოდება - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ექნება.
როგორც ადრე მთავრობაში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო თავისი პროგრამების ფარგლებში - დაწყებული სკოლით, პროფესიული და უმაღლესი განათლებით - ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.
ეს მთავრობის მხრიდან ახალგაზრდობასთან მუშაობის გაძლიერების მესამე მცდელობაა.
2018 წელს , სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მისი ფუნქციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეითავსა. მაშინ შეიქმნა ახალგაზრდობის სააგენტო.
თუმცა, 2021 წელს უწყება ორად გაიყო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ყველა ახალი ამბავი
0