თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება: როგორ შეაფასა ევროკავშირმა საქართველოს რეფორმები

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
2014 წლიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე საბაჟო გადასახადის გარეშე შეიძლება მოხვდეს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. შეთანხმების თანახმად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე საბაჟო გადასახადის გარეშე შეიძლება მოხვდეს.
13 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიზნით შექმნილი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის რიგით მე-10 სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან კომიტეტს თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ვაჭრობის სფეროში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი.
რამდენად მზად არის საქართველო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ამოქმედებისთვის? >>
კომიტეტის ფარგლებში განიხილეს შეთანხმებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საბაჟო საკითხები, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საჯარო შესყიდვები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენცია, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება და სხვა.
შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს აღნიშნულ სფეროებში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომლის პირველადი პროექტი ქართულმა მხარემ მოამზადა და გადასცა ევროკომისიას.
აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ორმხრივად შეთანხმებულ პრიორიტეტულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის DCFTA-იდან მიღებულ სარგებელს.
საქართველო წარმატებით აგრძელებს ვაჭრობას ევროკავშირის ქვეყნებთან, 2023 წლის სამ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილმა ქვეყნის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 12,3%-ს შეადგინა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა - 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან ექსპორტმა 565,1 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 2,7 მლრდ-ზე მეტი.
ყველა ახალი ამბავი
0