რამდენად მზად არის საქართველო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ამოქმედებისთვის?

© AFP 2024 / SAMEER AL-DOUMYსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2023
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის" (NCTS) იმპლემენტაციის მზაობის შეფასების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA), კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების" (CTC), ,,ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის" (NCTS) კონვენციასთან მიერთების შესახებ.
ავსტრიის, ნიდერლანდების, ლატვიის, ჩეხეთისა და თურქეთის საბაჟო/საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს საბაჟო დეპარტამენტის უფროს ზურაბ სიჭინავასთან და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს პრიორიტეტები ეკონომიკის ზრდისთვის - რა განიხილეს „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე>>>
შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია პროექტის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
ამასთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ფორმატში, ევროკომიის წევრებმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის" (NCTS) შესახებ საკუთარი ქვეყნების წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას.
ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“ და თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
ყველა ახალი ამბავი
0