რის ხარჯზე იზრდება საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა? მინისტრის მოადგილის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის 11 თვეში ექსპორტის მოცულობამ 2022 წლის წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა და 5,6 მლრდ დოლარი შეადგინა, განაცხადა ცინცაძემ
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა არის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების და ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის დამსახურება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2023 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7%-ით გაიზარდა და 19,6 მლრდ ლარი შეადგინა.
„საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები სწორედ იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების და სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოლიტიკის ნაბიჯების შედეგია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, საგარეო სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით,“ - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ 2023 წელი იქნება ისეთივე პოზიტიური მაჩვენებლების წელი, როგორიც იყო წინა წლები.
„2023 წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე ფიქსირდება რეკორდული მაჩვენებლები საგარეო ვაჭრობის კუთხით, შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ 2023 წელი იქნება ისეთივე პოზიტიური მაჩვენებლების წელი, როგორიც იყო 2021 და 2022 წელი“, - აღნიშნა ცინცაძემ.
საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება – ახალი მონაცემები>>>
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს და 5,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 13,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 33,2%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0