საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება – ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliБბათუმის პორტი
Бბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
ექსპორტმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7%-ით გაიზარდა და 19,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 14 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით 16,3%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ნოემბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა

%

ექსპორტი

5 584,3

11,1

იმპორტი

14 042,1

16,3

სულ

19 626,4

14,7

ექსპორტმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით 19,9%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 13,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 33,2%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0