https://sputnik-georgia.com/20231214/ra-gamosavals-xedavs-tbilisis-meria-sacobebisgan-tavis-dasarwevad-284950642.html
რა გამოსავალს ხედავს თბილისის მერია საცობებისგან თავის დასაღწევად
რა გამოსავალს ხედავს თბილისის მერია საცობებისგან თავის დასაღწევად
Sputnik საქართველო
თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა. 14.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-14T18:38+0400
2023-12-14T18:38+0400
2023-12-14T18:38+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/57/240295786_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_32f6ea313e969fb0178b447cc45ed864.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. „საცობებისგან" თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი ჩვენ მიერ დაწყებული სატრანსპორტო რეფორმის დასრულებაა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. საცობებთან დაკავშირებით. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, გუშინ ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობის გადატვირთვაზე, კალაძე დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გამოსავლად სატრანსპორტო რეფორმისა (საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, 18-მეტრიანი ავტობუსები) და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას მიიჩნევს. მისი განცხადებით, მიუხედავად საცობებისა, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ. ბრძოლა საცობებთან თბილისში: ტრაილერებთან დაკავშირებით ბოლო სიტყვას საკრებულო იტყვის>>„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის „საცობები", რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს", - აღნიშნა კალაძემ. თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია დედაქალაქის განტვირთვა „საცობებისგან", რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი გახდეს მოქალაქეებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/57/240295786_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ca3893d52f49c095c54848aa610a612c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რა გამოსავალს ხედავს თბილისის მერია საცობებისგან თავის დასაღწევად
თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. „საცობებისგან" თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი ჩვენ მიერ დაწყებული სატრანსპორტო რეფორმის დასრულებაა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. საცობებთან დაკავშირებით.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, გუშინ ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობის გადატვირთვაზე,
„საცობები" არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა. პიკის საათებში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს ქალაქში. გუშინ ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები", - განაცხადა კალაძემ.
კალაძე დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გამოსავლად სატრანსპორტო რეფორმისა (საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, 18-მეტრიანი ავტობუსები) და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას მიიჩნევს.
მისი განცხადებით, მიუხედავად საცობებისა, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის „საცობები", რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს", - აღნიშნა კალაძემ.
თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია დედაქალაქის განტვირთვა „საცობებისგან", რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი გახდეს მოქალაქეებისთვის.