მწარედ მოგვატყუეს: პაპუაშვილი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა 2023 წლის მარტში თბილისში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მეგობრებმა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მწარედ მოგვატყუეს, როდესაც „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუე გაავრცელეს, ახლა კი ევროკავშირი იწყებს ანალოგიურ კანონპროექტის ინიცირებას და მას დემოკრატიის დაცვის აქტს უწოდებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისია აგრძელებს მუშაობას საკუთარ კანონზე, რომელიც დაავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო და სამეცნიერო დაწესებულებებს, გაამჟღავნონ ინფორმაცია ევროკავშირის ფარგლებს გარედან მიღებული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ. 2023 წლის დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.
„გავიდა დრო და ვფიქრობ, მოსახლეობამ კარგად დაინახა, როგორ მწარედ მოგვატყუეს ჩვენმა შიდა თუ გარე მეგობრებმა, როცა აბსოლუტური სიცრუე გაავრცელეს. მათ ამერიკულ კანონს რუსული კანონი უწოდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მოიყვანა ლათინური ფრთიანი გამოთქმა: „ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის" და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ორგანიზაცია და ქვეყანაც კი თავს იუპიტერად აღიქვამს, ქართველ ხალხს კი ხარად.
„რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ბედის ირონიაა. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა აინიცირებს ასეთ კანონპროექტებს, მათ შორის, ევროკავშირიც აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთების, შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და „დემოკრატიის დაცვის აქტს“ არქმევს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ევროკავშირსაც იგივე მოტივაცია აქვს, რაც ჰქონდა საქართველოს.
„რაც შეეხება თავად ამ პროექტს, ეს ბედის ირონიაა. მოგეხსენებათ, ეს ევროკავშირის დირექტივით იყო ინიცირებული. ჩვენ დაველოდებით, ისინი მიიღებენ ამ დირექტივას და ვფიქრობ, რომ მოგვთხოვენ მის მიღებას. და მაშინ მართლა ირონიულად გავიღიმებთ, როცა ეს თემა დირექტივის სახით დაგვიბრუნდება და მოგვთხოვენ ასეთი კანონის მიღებას“, - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოში უცხოური დაფინანსების მქონე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც არა საქართველოს, არამედ მათი დამფინანსებლების ინტერესებით მოქმედებენ.
„მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესი კი არ არის, საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს. ვის ინტერესებს იცავენ მულტიმილიონერი „ენჯეოები?“ თავიანთი დამფინანსებლის ინტერესებს!, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რეზონანსული ინიციატივა
მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
კობახიძე: არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ კანონს უცხოური აგენტების შესახებ>>>
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0