https://sputnik-georgia.com/20231214/medea-tutberidze-musikis-pedagogi-284945411.html
სამყარო, რომელიც მრავალფეროვნებით გავსებს ანუ საიდან იწყება მუსიკა?
სამყარო, რომელიც მრავალფეროვნებით გავსებს ანუ საიდან იწყება მუსიკა?
Sputnik საქართველო
მედეა თუთბერიძემ მარადიულ მუსიკალურ ხელოვნებას არაერთი მოზარდი აზიარა . 14.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-14T15:00+0400
2023-12-14T15:00+0400
2023-12-14T15:00+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251568128_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_5769ad2d444756009adb38190720427e.jpg
თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი მედეა თუთბერიძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოზარდებს მუსიკა შეაყვაროს. საამისოდ კლასგარეშე გაკვეთილებს ხშირად ატარებს –მუზეუმში, ოპერის თეატრში, ღია ცის ქვეშ, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, საგამოფენო დარბაზში, სკოლის ეზოში, დერეფანშიც კი. ამგვარი მომენტები მარტო საგნისადმი ინტერესს კი არ აღვივებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულებასაც უფრო თბილსა და უშუალოს ხდის. - ქალბატონო მედეა, ვისი დამსახურებაა თქვენი პროფესიული არჩევანი?- დიდი სითბოთი და პატივისცემით ვიხსენებ ქალაქ ხობის სამუსიკო სკოლიდან ჩემს პირველ მუსიკის მასწავლებელს, ქალბატონ ნაზი ბერაიას, ასევე ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში - ქალბატონ ლალი ჭელიძეს და სახელმწიფო კონსერვატორიაში - ბატონ ედიშერ რუსიშვილს. თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ფასდაუდებელი შრომისა და ერთგულებისთვის მინდა გულის სიღრმიდან კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა. პედაგოგობაზე ფიქრი კონსერვატორიაში სწავლის დროს დავიწყე. მსურს ჩემს მოსწავლეებს ცოდნა და სიყვარული გადავცე, მათი ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებას შევუწყო ხელი.- თქვენ ასწავლიდით თბილისის ქართულ-ინგლისურ სკოლაში „ბრიტანიკა“, რა დაგამახსოვრდათ?- მინდა ჩემი პირველი გაკვეთილი გავიხსენო. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღემდე ვცდილობ, რომ ჩემი ყოველი გაკვეთილი იყოს თავისუფალი და შემეცნებითი ხასიათის. რა პროფესიაც უნდა აირჩიონ ბავშვებმა, მუსიკის სიყვარული და მისი აღქმის უნარი ნებისმიერ დროს აუცილებელია მათივე გემოვნების, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.- როგორ ფიქრობთ, რა გზით შეძლებთ, რომ თანამედროვე თინეიჯერებს მუსიკა შეაყვაროთ?- მთავარია, ბავშვმა მუსიკაზე ფიქრი დაიწყოს. ამისთვის საჭიროა, რომ ხშირად უსმინონ კლასიკურ მუსიკას, ფოლკლორს, ჯაზს... მოსმენის დროს კი დაფიქრდნენ: რა განწყობას, როგორ ემოციას იწვევს მათში ესა თუ ის მუსიკა. დაფიქრდნენ, თუ რითია ეს განპირობებული. კიდევ, ხშირად და გულისყურით უსმინოს თავად სამყაროს და ჩაწვდეს მის მთავარ სათქმელს. სწავლის დროს თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს ვითვალისწინებ. ვცდილობ, რომ რთული საკითხები საინტერესო ფორმით მივაწოდო მათ და ამით სწავლის მოტივაცია ავუმაღლო.- როგორ მოქმედებს მუსიკა ადამიანის ემოციურ განწყობაზე?- მუსიკას შეუძლია იყოს ეპიკური, ლირიკული, კომიკური, დრამატული და განსხვავებული ხასიათის შეგრძნებები გამოიწვიოს. მუსიკას შეუძლია ასახოს სინამდვილე, მუსიკას შეუძლია გადმოგვცეს ამა თუ იმ ადამიანის ემოციური მდგომარეობა და გრძნობასთან დაკავშირებული განზოგადებული იდეები.- საიდან იწყება მუსიკა?- ამ თემაზე ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვები მინდა გავიხსენო: „მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვა“, და ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტი განმარტებაა. მუსიკა ჩემთვის შთაგონებაა, გრძნობების დამცველია, უკიდეგანო სამყაროა, რომელიც კარს გიღებს და გავსებს თავისი მრავალფეროვნებით..ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251568128_140:0:1761:1216_1920x0_80_0_0_7d0e15805956b7b12e2ebc6ee11366af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ
საქართველო, კულტურა საქართველოში, საინტერესო ადამიანები , ინტერვიუ
სამყარო, რომელიც მრავალფეროვნებით გავსებს ანუ საიდან იწყება მუსიკა?
მედეა თუთბერიძემ მარადიულ მუსიკალურ ხელოვნებას არაერთი მოზარდი აზიარა .
თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი მედეა თუთბერიძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოზარდებს მუსიკა შეაყვაროს. საამისოდ კლასგარეშე გაკვეთილებს ხშირად ატარებს –მუზეუმში, ოპერის თეატრში, ღია ცის ქვეშ, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, საგამოფენო დარბაზში, სკოლის ეზოში, დერეფანშიც კი. ამგვარი მომენტები მარტო საგნისადმი ინტერესს კი არ აღვივებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულებასაც უფრო თბილსა და უშუალოს ხდის.
- ქალბატონო მედეა, ვისი დამსახურებაა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- დიდი სითბოთი და პატივისცემით ვიხსენებ ქალაქ ხობის სამუსიკო სკოლიდან ჩემს პირველ მუსიკის მასწავლებელს, ქალბატონ ნაზი ბერაიას, ასევე ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში - ქალბატონ ლალი ჭელიძეს და სახელმწიფო კონსერვატორიაში - ბატონ ედიშერ რუსიშვილს. თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ფასდაუდებელი შრომისა და ერთგულებისთვის მინდა გულის სიღრმიდან კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა. პედაგოგობაზე ფიქრი კონსერვატორიაში სწავლის დროს დავიწყე. მსურს ჩემს მოსწავლეებს ცოდნა და სიყვარული გადავცე, მათი ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებას შევუწყო ხელი.
- თქვენ ასწავლიდით თბილისის ქართულ-ინგლისურ სკოლაში „ბრიტანიკა“, რა დაგამახსოვრდათ?
- მინდა ჩემი პირველი გაკვეთილი გავიხსენო. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღემდე ვცდილობ, რომ ჩემი ყოველი გაკვეთილი იყოს თავისუფალი და შემეცნებითი ხასიათის. რა პროფესიაც უნდა აირჩიონ ბავშვებმა, მუსიკის სიყვარული და მისი აღქმის უნარი ნებისმიერ დროს აუცილებელია მათივე გემოვნების, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
- როგორ ფიქრობთ, რა გზით შეძლებთ, რომ თანამედროვე თინეიჯერებს მუსიკა შეაყვაროთ?
- მთავარია, ბავშვმა მუსიკაზე ფიქრი დაიწყოს. ამისთვის საჭიროა, რომ ხშირად უსმინონ კლასიკურ მუსიკას, ფოლკლორს, ჯაზს... მოსმენის დროს კი დაფიქრდნენ: რა განწყობას, როგორ ემოციას იწვევს მათში ესა თუ ის მუსიკა. დაფიქრდნენ, თუ რითია ეს განპირობებული. კიდევ, ხშირად და გულისყურით უსმინოს თავად სამყაროს და ჩაწვდეს მის მთავარ სათქმელს. სწავლის დროს თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს ვითვალისწინებ. ვცდილობ, რომ რთული საკითხები საინტერესო ფორმით მივაწოდო მათ და ამით სწავლის მოტივაცია ავუმაღლო.
- როგორ მოქმედებს მუსიკა ადამიანის ემოციურ განწყობაზე?
- მუსიკას შეუძლია იყოს ეპიკური, ლირიკული, კომიკური, დრამატული და განსხვავებული ხასიათის შეგრძნებები გამოიწვიოს. მუსიკას შეუძლია ასახოს სინამდვილე, მუსიკას შეუძლია გადმოგვცეს ამა თუ იმ ადამიანის ემოციური მდგომარეობა და გრძნობასთან დაკავშირებული განზოგადებული იდეები.
- ამ თემაზე ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვები მინდა გავიხსენო: „მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვა“, და ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტი განმარტებაა. მუსიკა ჩემთვის შთაგონებაა, გრძნობების დამცველია, უკიდეგანო სამყაროა, რომელიც კარს გიღებს და გავსებს თავისი მრავალფეროვნებით..