საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ხელფასის დაანგარიშება ახლებურად მოხდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
დეპუტატის ხელფასი შედგება სახელმწიფო ბიუჯეტით კონკრეტული წლისთვის განსაზღვრული საჯარო მოხელის საბაზო ხელფასისა და გარკვეული კოეფიციენტის ნამრავლისგან, რომელიც დეპუტატის სტატუსზე იქნება დამოკიდებული.
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან დეპუტატების ხელფასების გაანგარიშების ახალი სისტემის დანერგვას გულისხმობს.
მიღებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატის ხელფასი შედგება სახელმწიფო ბიუჯეტით კონკრეტული წლისთვის განსაზღვრული საჯარო მოხელის საბაზო ხელფასისა და გარკვეული კოეფიციენტის ნამრავლისგან, რომელიც დეპუტატის სტატუსზე იქნება დამოკიდებული.
პარლამენტის წევრებისთვის სახელფასო კოეფიციენტები შემდეგნაირად გადანაწილდება: პარლამენტის თავმჯდომარე – 8.5; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.0; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7.8; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7.6; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7.4; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7.2; პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7.0.
საქართველოს ხელისუფლება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე მუშაობს - პრემიერი >>
ამასთან, მომავალი წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 ათასი ლარით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თანახმად, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 ათასი ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 ათასი ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 ათასი ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0