https://sputnik-georgia.com/20231214/14-dekembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-284885159.html
14 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
14 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 14 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 14.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-14T00:15+0400
2023-12-14T00:15+0400
2023-12-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/37/237363794_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_2eebed9b4f1d5086e49c703a12c92204.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.13-21 დეკემბერის პერიოდი13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.14 დეკემბერს დაბადებულები14 დეკემბერს დაბადებულებს უყვართ რისკი; ჭეშმარიტი ავანტიურისტები არიან; მაგალითად, ისინი ყვინთავენ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, არ იცვამენ სამაშველო ჟილეტებს. ძალიან ხშირად, ამ დღეს დაბადებულებს უმართლებთ, რაც საკუთარი ძალების რწმენას მატებს, ეს კი კვლავ და კვლავ გარისკვისკენ უბიძგებს.14 დეკემბერს დაბადებულები გამოცდილების მიღებაზე არიან ორიენტირებული, რაც მათთვის საიმედოობაასა და სტაბილურობაზე მნიშვნელოვანია. არიან მკვლევარები, ეძებენ ახალს, ეცნობიან სამყაროს, ძალებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ცდიან. ეს ადამიანები ცხოვრებისგან სიამოვნებას მაშინ იღებენ, როცა ის, მათი აზრით, სავსეა მოვლენებით.ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>14 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები მომავლისკენ იყურებიან. მიიწევენ წინ, იღებენ გამოცდილებას, შემდეგ კვლავ ადგებიან გზას ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებების მისაღებად. ასეთ ადამიანებთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან მათი ცხოვრების რიტმზე აყოლა ბევრს არ შეუძლია.ეს ადამიანები არ არიან სტრატეგები. მოქმედება ურჩევნიათ - ფიქრის დრო არა აქვთ, უნდა იმოქმედონ. შეჩერებები გზაში არ უყვართ. მათთვის გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც კომფორტული სახლი.ამ დღეს დაბადებულებს ხშირად ექსჰიბიციონისტებს უწოდებენ, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათ იციან, როდის და როგორ წარმოადგინონ საზოგადოების სამსჯავროზე თავიანთი შრომის ნაყოფი. მათ არ უყვართ, როცა ვინმე მათი საქმიანობის პროცესში ერევა.თუ ხელმძღვანელობის მხრიდან ზედმეტი კონტროლი იგრძნეს, მაშინვე ახალი სამსახურის ძებნას იწყებენ. ანალოგიურად იქცევიან, როცა მათ არ აღიარებენ.ჯანმრთელობარისკის მოყვარულებს საფრთხე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ელოდება. ისინი უნდა ერიდონ სიტუაციებს, სადაც ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია, მაგრამ მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ რთულია. დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>ასევე არ უყვართ ექიმთან დროული მისვლა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მათთვის საფრთხის შემცველია აგრესიის შეკავება, რისთვის რეკომენდებულია სპორტის სხვადასხვა სახეობა.რჩევა:დაიცავით ზომიერება ყველაფერში, იქნება ეს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, სტიმულატორებისა თუ ალკოჰოლის გამოყენება თუ სხვა რამ.
https://sputnik-georgia.com/20181122/mSvildosani-sagittarius-zogadi-daxasiaTeba-243059849.html
https://sputnik-georgia.com/20231207/zodiaqo-rogori-iqneba-2024-weli-msvildosnebistvis-mimoxilva-siyvaruli-finansebi-284687129.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/37/237363794_251:0:1751:1125_1920x0_80_0_0_8d9b08a8fa2786e7e492ec32d9fc243c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
14 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 14 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-21 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას სატურნი მართავს. ეს პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს ძალას, გონივრულობას, სიმტკიცესა და წინდახედულებას.
მნიშვნელოვანი წლებია: 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ლოტოსი.
ამ პერიოდში დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, აქვთ მტკიცე ხასიათი, ნებისყოფა. შეუძლიათ საქმიანი რჩევების მიცემა, არ არიან ეგოისტები.
14 დეკემბერს დაბადებულები
14 დეკემბერს დაბადებულებს უყვართ რისკი; ჭეშმარიტი ავანტიურისტები არიან; მაგალითად, ისინი ყვინთავენ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, არ იცვამენ სამაშველო ჟილეტებს. ძალიან ხშირად, ამ დღეს დაბადებულებს უმართლებთ, რაც საკუთარი ძალების რწმენას მატებს, ეს კი კვლავ და კვლავ გარისკვისკენ უბიძგებს.
14 დეკემბერს დაბადებულები გამოცდილების მიღებაზე არიან ორიენტირებული, რაც მათთვის საიმედოობაასა და სტაბილურობაზე მნიშვნელოვანია. არიან მკვლევარები, ეძებენ ახალს, ეცნობიან სამყაროს, ძალებს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ცდიან. ეს ადამიანები ცხოვრებისგან სიამოვნებას მაშინ იღებენ, როცა ის, მათი აზრით, სავსეა მოვლენებით.
14 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნები მომავლისკენ იყურებიან. მიიწევენ წინ, იღებენ გამოცდილებას, შემდეგ კვლავ ადგებიან გზას ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებების მისაღებად. ასეთ ადამიანებთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან მათი ცხოვრების რიტმზე აყოლა ბევრს არ შეუძლია.
ეს ადამიანები არ არიან სტრატეგები. მოქმედება ურჩევნიათ - ფიქრის დრო არა აქვთ, უნდა იმოქმედონ. შეჩერებები გზაში არ უყვართ. მათთვის გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც კომფორტული სახლი.
ამ დღეს დაბადებულებს ხშირად ექსჰიბიციონისტებს უწოდებენ, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათ იციან, როდის და როგორ წარმოადგინონ საზოგადოების სამსჯავროზე თავიანთი შრომის ნაყოფი. მათ არ უყვართ, როცა ვინმე მათი საქმიანობის პროცესში ერევა.
თუ ხელმძღვანელობის მხრიდან ზედმეტი კონტროლი იგრძნეს, მაშინვე ახალი სამსახურის ძებნას იწყებენ. ანალოგიურად იქცევიან, როცა მათ არ აღიარებენ.
რისკის მოყვარულებს საფრთხე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ელოდება. ისინი უნდა ერიდონ სიტუაციებს, სადაც ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია, მაგრამ მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ რთულია.
ასევე არ უყვართ ექიმთან დროული მისვლა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მათთვის საფრთხის შემცველია აგრესიის შეკავება, რისთვის რეკომენდებულია სპორტის სხვადასხვა სახეობა.
დაიცავით ზომიერება ყველაფერში, იქნება ეს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, სტიმულატორებისა თუ ალკოჰოლის გამოყენება თუ სხვა რამ.