https://sputnik-georgia.com/20231213/wyalgamyofi-momenti-raribasvilma-evrokavsiris-liderebs-werilit-mimarta-284919497.html
„წყალგამყოფი მომენტი" - საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებს წერილებით მიმართა
„წყალგამყოფი მომენტი" - საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებს წერილებით მიმართა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ მიმართა. 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T15:00+0400
2023-12-13T15:00+0400
2023-12-13T15:23+0400
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282068660_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_be3bbf4aadf40bc77c644cef0bc45cf7.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება წყალგამყოფი მომენტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართულ წერილში. ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიანეს, ასევე ესპანეთის მთავრობის მეთაურს პედრო სანჩესს, რომელიც წელს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ძლიერ კონფლიქტურ რეგიონში ქვეყნის ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს, როგორც რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენის როლის გამტკიცებას. დარჩიაშვილი - არცერთი ქვეყანა არ არის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი>>ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ასევე არის გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. „დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას", - აღნიშნულია წერილში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ამას ალტერნატივა არა აქვს, აღნიშნა ღარიბაშვილმა. საქართველოს პროგრესზე დაყრდნობით პრემიერმა რწმენა გამოთქვა, რომ ევროკავშირი დადები გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან მიმართებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა. 2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა. მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს? პარლამენტის სპიკერის მოსაზრება>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282068660_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_6395814fff16cb887f060ac107a6ffbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო
„წყალგამყოფი მომენტი" - საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის ლიდერებს წერილებით მიმართა
15:00 13.12.2023 (განახლებულია: 15:23 13.12.2023) მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ მიმართა.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება წყალგამყოფი მომენტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართულ წერილში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს.
„ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის ისევე, როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით", - ნათქვამია ღარიბაშვილის წერილში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიანეს, ასევე ესპანეთის მთავრობის მეთაურს პედრო სანჩესს, რომელიც წელს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ძლიერ კონფლიქტურ რეგიონში ქვეყნის ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს, როგორც რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენის როლის გამტკიცებას.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ასევე არის გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის.
„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას", - აღნიშნულია წერილში.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ამას ალტერნატივა არა აქვს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს პროგრესზე დაყრდნობით პრემიერმა რწმენა გამოთქვა, რომ ევროკავშირი დადები გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან მიმართებით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.