https://sputnik-georgia.com/20231213/saqartvelos-skolebsi-seizleba-gamocdebi-dabrundes-amilaxvari-284909708.html
საქართველოს სკოლებში შეიძლება გამოცდები დაბრუნდეს - განათლების მინისტრი
საქართველოს სკოლებში შეიძლება გამოცდები დაბრუნდეს - განათლების მინისტრი
Sputnik საქართველო
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები განმსაზღვრელი შეფასების სისტემამ ჩაანაცვლოს. 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T11:43+0400
2023-12-13T11:43+0400
2023-12-13T11:43+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
გიორგი ამილახვარი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396285_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_cbfa8ecdb3ce1fef1451f8b2540a2593.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში ეროვნული შეფასების დაბრუნების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. გამოცდების სისტემა სკოლებში 2019 წელს გაუქმდა. ამ დროიდან სკოლის მოსწავლეები მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელ, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, სადაც სამი აუცილებელი საგანი და ერთი - უმაღლესის სასწავლებლის მიერ შერჩეული დამატებითი საგანი ბარდება. მინისტრის თქმით, პროექტი ორ-სამ წელზეა გათვლილი და ეტაპობრივად უკვე 2024 წლიდან დაინერგება. ამავე დროს, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ განმსაზღვრელი შეფასების სისტემამ შეიძლება ეროვნული გამოცდები ჩაანაცვლოს. ამჟამად საქართველოში სიმწიფის ატესტატის მისაღებად მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება - 10-ქულიანი სისტემიდან 5 ქულაზე მეტი. ამასთან, სასკოლო განათლების სამიდან არცერთი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოცდები არ ბარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396285_235:196:1794:1365_1920x0_80_0_0_9a44647e67c297f90e2d68a0871aaf07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს სკოლებში შეიძლება გამოცდები დაბრუნდეს - განათლების მინისტრი
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები განმსაზღვრელი შეფასების სისტემამ ჩაანაცვლოს.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში ეროვნული შეფასების დაბრუნების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
გამოცდების სისტემა სკოლებში 2019 წელს გაუქმდა. ამ დროიდან სკოლის მოსწავლეები მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელ, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, სადაც სამი აუცილებელი საგანი და ერთი - უმაღლესის სასწავლებლის მიერ შერჩეული დამატებითი საგანი ბარდება.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში, პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს, როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება და მე-12 კლასში უკვე ეს იყოს განმსაზღვრელი შეფასება და რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიციას - სკოლიდან უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში", - განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, პროექტი ორ-სამ წელზეა გათვლილი და ეტაპობრივად უკვე 2024 წლიდან დაინერგება.
ამავე დროს, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ განმსაზღვრელი შეფასების სისტემამ შეიძლება ეროვნული გამოცდები ჩაანაცვლოს.
„იქნება თუ არა ეს ეროვნული გამოცდების ჩამნაცვლებელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის ტრანზიცია უმაღლეს განათლებაში. ამიტომ ამის ასე დაანონსება, რომ ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდება, ამ ეტაპზე არ იქნება მართებული", - განაცხადა ამილახვარმა.
ამჟამად საქართველოში სიმწიფის ატესტატის მისაღებად მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება - 10-ქულიანი სისტემიდან 5 ქულაზე მეტი. ამასთან, სასკოლო განათლების სამიდან არცერთი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოცდები არ ბარდება.