https://sputnik-georgia.com/20231213/dimitri-axaladze-moskoveli-qirurgi-284913944.html
როცა ექიმების ოჯახური დინასტია გრძელდება: ონკო-ქირურგის წარმატებები
როცა ექიმების ოჯახური დინასტია გრძელდება: ონკო-ქირურგის წარმატებები
Sputnik საქართველო
დიმიტრი ახალაძეს ეკუთვნის წიგნი „ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში“, რომელიც ამ თემაზე შექმნილ წიგნებს შორის გამორჩეულია 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T13:15+0400
2023-12-13T13:15+0400
2023-12-13T14:22+0400
საქართველო
ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241018_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_99824a270734d48c4d806f8a152a93f4.jpg
„ჩემი ოჯახიდან გამომყვა რწმენა, ბედნიერებისა და სიხარულის განცდა და ის ფასეულობები, რასაც ჩემმა მშობლებმა მაზიარეს.“-გვითხრა ამ მასალის გმირმა.მისი ამბავი ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული პროფესიისადმი ინტერესი და სიყვარული ოჯახში მამიდან შვილზე გენეტიკურად გადადის. მოსკოვში მცხოვრებმაახალგაზრდა, წარმატებულმაონკო-ქირურგმა, დიმიტრი ახალაძემ ცნობილი ბაბუის, გერმანე ახალაძის და ასევე ცნობილი მამის, ონკო-ქირურგ გურამ ახალაძის მიერ დაწყებულიგზა ღირსეულად გააგრძელა. მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის დამთავრების მერე სამუშაო გამოცდილება მოსკოვის სამეცნიერო ცენტრში და აკადმიკოს შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტოლოგიის სამეცნიერო ცენტრში მიიღო. ქართველმა ექიმმა სამუშაოდ ერთ-ერთი რთული სპეციფიური დარგი აირჩია, როგორიცაა, ღვიძლის ტრანსპლანტაცია და ბავშვთა ონკოქირურგია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ამ დარგში წარმატებული ექიმია. .- ბატონო დიმიტრი, რომ არა მამა და ბაბუა, პროფესიის არჩევაში ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებდით?-შესაძლოა არც მიმეღო. შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება ქირურგი გავმხდარიყავი, ლამის სამი წლის ასაკში მივიღე. რადგან მამა ჩემთვის ადრეული ბავშვობიდან მისაბაძი მაგალითი იყო და ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი. დავამთავრე მოსკოვის 35-ე სკოლა, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტებზეა ორიენტირებული. თუმცა პირველი ორი კლასი თბილისის 55-ე სკოლაში დავხურე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ საშუალება მომეცა ურთიერთობა მქონოდა ღირსეულ ადამიანებთან, როგორც მოსკოვში, ისევე თბილისში.- შეიძლება ითქვას, რომ წინაპრების საქმე ღირსეულად გააგრძელეთ...- მადლობელი ვარ, მაგრამ, იმედია, ეს გზა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამივლია. სრულყოფილ პროფესიონალად რომ ჩამოვყალიბებულიყავი, ტრადიციული ეტაპები გავიარე, რაც გულისხმობს სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს მორიგეობებს, ქირურგიაში კვირაში ორჯერ ღვიძლის გეგმიურ ტრანსპლანტაციის ოპერაციებში მონაწილეობას და ა.შ. ჩატარებულმა ოპერაციებმა, რომლის დროსაც პაციენტების ნაწილი ბავშვები იყვნენ, წარმატებამ თუ წარუმატებლობამ, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სიღრმისეულად ვსწავლობდი ღვიძლის ონკოქირურგიას, ნაღვლის სადენებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ონკოქირურგიას მოზრდილებსა და ბავშვებში. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.- მიღებულმა გამოცდილებამ რაში დაგარწმუნათ?- მიღებულმა გამოცდილებამ იმაში დამარწმუნა, რომ ორგანოების ტრანსპლანტაცია არის ის, რასაც მინდა მთელი ცხოვრება მივუძღვნა და რის გამოც ჩემი ამ სამყაროში გაჩენა ღიდა. შემდეგ გამიტაცა ონკოლოგიის სფერომ როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. არატრადიციული მარტო ის იყო, რომ ქირურგიაში ჩემი ჩამოყალიბება უფრო რთულით – ტრანსპლანტაციით დაიწყო. თითქმის ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში შევისწავლე. ესაა მოზრდილებსა და ბავშვებში ორგანოების, უპირატესად ნათესაური და გვამური ტრანსპლანტაცია. კუჭუკანა ჯირკვლის გადანერგვა თირკმელთან ერთად და მის გარეშე, წვრილი ნაწლავის ტრანსპლანტაცია და ფილტვის ტრანსპლანტაცია.- ამ სფეროში თქვენს მიღწევებზე რომ ისაუბროთ...- ღვიძლის სიმსივნეების შემთხვევაში ჩვენი მიღწევები დღეს ბავშვთა ონკოქირურგიაში უნიკალურია მსოფლიოს მაშტაბით. იმ შედეგებს, რომლის მისაღწევად ადრე ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალად ითვლებოდა, დღეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ რეზექციით მივაღწიოთ. ასეთი ოპერაციების ნაწილს უკვე ლაპარასკოპიური მეთოდით ვასრულებთ. არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულში ეს წარმოუდგენლად ითვლებოდა. ტრანსპლანტოლოგიაში მუშაობის პერიოდში გამოვეცი სერიოზული ნაშრომი -დიდი წიგნი ბავშვებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შესახებ. ეს ჩემთვის დაახლოებით იმავეს ნიშნავდა, რაც მუსიკოსისთვის საკუთარი დისკის გამოშვება წარმოადგენს. ბავშვების სწორი მკურნალობის აღმოჩენის შემთხვევაში სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოჯანმრთელების პროცენტი 85%-ს უახლოვდება, რაც აშკარად კარგი შედეგია. დღეს ჩვენ უკვე გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რათა მომავალში უკეთეს მაჩვენებელს მივაღწიოთ.- წარმატებული ექიმი პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია, არა?- პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და ორი მომხიბვლელი გოგონა, რომლებიც სიცოცხლეს მილამაზებენ, კიდევ კარგი სამეგობრო, რომელთან ერთადაც სამსახურისგან თავისუფალ იშვიათ მომენტებს სიამოვნებით ვატარებ.ნინო მამულაშვილი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241018_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_a31299cbebe2053252b9bea99a5876f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართველები უცხოეთში, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
საქართველო, ქართველები უცხოეთში, ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
როცა ექიმების ოჯახური დინასტია გრძელდება: ონკო-ქირურგის წარმატებები
13:15 13.12.2023 (განახლებულია: 14:22 13.12.2023) დიმიტრი ახალაძეს ეკუთვნის წიგნი „ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბავშვებში“, რომელიც ამ თემაზე შექმნილ წიგნებს შორის გამორჩეულია
„ჩემი ოჯახიდან გამომყვა რწმენა, ბედნიერებისა და სიხარულის განცდა და ის ფასეულობები, რასაც ჩემმა მშობლებმა მაზიარეს.“-გვითხრა ამ მასალის გმირმა.მისი ამბავი ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული პროფესიისადმი ინტერესი და სიყვარული ოჯახში მამიდან შვილზე გენეტიკურად გადადის. მოსკოვში მცხოვრებმაახალგაზრდა, წარმატებულმაონკო-ქირურგმა, დიმიტრი ახალაძემ ცნობილი ბაბუის, გერმანე ახალაძის და ასევე ცნობილი მამის, ონკო-ქირურგ გურამ ახალაძის მიერ დაწყებულიგზა ღირსეულად გააგრძელა. მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის დამთავრების მერე სამუშაო გამოცდილება მოსკოვის სამეცნიერო ცენტრში და აკადმიკოს შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტოლოგიის სამეცნიერო ცენტრში მიიღო. ქართველმა ექიმმა სამუშაოდ ერთ-ერთი რთული სპეციფიური დარგი აირჩია, როგორიცაა, ღვიძლის ტრანსპლანტაცია და ბავშვთა ონკოქირურგია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ამ დარგში წარმატებული ექიმია. .
- ბატონო დიმიტრი, რომ არა მამა და ბაბუა, პროფესიის არჩევაში ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღებდით?
-შესაძლოა არც მიმეღო. შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება ქირურგი გავმხდარიყავი, ლამის სამი წლის ასაკში მივიღე. რადგან მამა ჩემთვის ადრეული ბავშვობიდან მისაბაძი მაგალითი იყო და ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი. დავამთავრე მოსკოვის 35-ე სკოლა, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტებზეა ორიენტირებული. თუმცა პირველი ორი კლასი თბილისის 55-ე სკოლაში დავხურე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ საშუალება მომეცა ურთიერთობა მქონოდა ღირსეულ ადამიანებთან, როგორც მოსკოვში, ისევე თბილისში.
- შეიძლება ითქვას, რომ წინაპრების საქმე ღირსეულად გააგრძელეთ...
- მადლობელი ვარ, მაგრამ, იმედია, ეს გზა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამივლია. სრულყოფილ პროფესიონალად რომ ჩამოვყალიბებულიყავი, ტრადიციული ეტაპები გავიარე, რაც გულისხმობს სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს მორიგეობებს, ქირურგიაში კვირაში ორჯერ ღვიძლის გეგმიურ ტრანსპლანტაციის ოპერაციებში მონაწილეობას და ა.შ. ჩატარებულმა ოპერაციებმა, რომლის დროსაც პაციენტების ნაწილი ბავშვები იყვნენ, წარმატებამ თუ წარუმატებლობამ, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სიღრმისეულად ვსწავლობდი ღვიძლის ონკოქირურგიას, ნაღვლის სადენებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ონკოქირურგიას მოზრდილებსა და ბავშვებში. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.
- მიღებულმა გამოცდილებამ რაში დაგარწმუნათ?
- მიღებულმა გამოცდილებამ იმაში დამარწმუნა, რომ ორგანოების ტრანსპლანტაცია არის ის, რასაც მინდა მთელი ცხოვრება მივუძღვნა და რის გამოც ჩემი ამ სამყაროში გაჩენა ღიდა. შემდეგ გამიტაცა ონკოლოგიის სფერომ როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. არატრადიციული მარტო ის იყო, რომ ქირურგიაში ჩემი ჩამოყალიბება უფრო რთულით – ტრანსპლანტაციით დაიწყო. თითქმის ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში შევისწავლე. ესაა მოზრდილებსა და ბავშვებში ორგანოების, უპირატესად ნათესაური და გვამური ტრანსპლანტაცია. კუჭუკანა ჯირკვლის გადანერგვა თირკმელთან ერთად და მის გარეშე, წვრილი ნაწლავის ტრანსპლანტაცია და ფილტვის ტრანსპლანტაცია.
- ამ სფეროში თქვენს მიღწევებზე რომ ისაუბროთ...
- ღვიძლის სიმსივნეების შემთხვევაში ჩვენი მიღწევები დღეს ბავშვთა ონკოქირურგიაში უნიკალურია მსოფლიოს მაშტაბით. იმ შედეგებს, რომლის მისაღწევად ადრე ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალად ითვლებოდა, დღეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ რეზექციით მივაღწიოთ. ასეთი ოპერაციების ნაწილს უკვე ლაპარასკოპიური მეთოდით ვასრულებთ. არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულში ეს წარმოუდგენლად ითვლებოდა. ტრანსპლანტოლოგიაში მუშაობის პერიოდში გამოვეცი სერიოზული ნაშრომი -დიდი წიგნი ბავშვებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შესახებ. ეს ჩემთვის დაახლოებით იმავეს ნიშნავდა, რაც მუსიკოსისთვის საკუთარი დისკის გამოშვება წარმოადგენს. ბავშვების სწორი მკურნალობის აღმოჩენის შემთხვევაში სიმსივნით დაავადებული პაციენტების გამოჯანმრთელების პროცენტი 85%-ს უახლოვდება, რაც აშკარად კარგი შედეგია. დღეს ჩვენ უკვე გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რათა მომავალში უკეთეს მაჩვენებელს მივაღწიოთ.
- წარმატებული ექიმი პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია, არა?
- პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და ორი მომხიბვლელი გოგონა, რომლებიც სიცოცხლეს მილამაზებენ, კიდევ კარგი სამეგობრო, რომელთან ერთადაც სამსახურისგან თავისუფალ იშვიათ მომენტებს სიამოვნებით ვატარებ.