https://sputnik-georgia.com/20231213/benzinis-fasis-matebis-winapirobebi-ar-arsebobs-konkurenciis-saagento-284908734.html
ბენზინის ფასის მატების წინაპირობები არ არსებობს - კონკურენციის სააგენტო
ბენზინის ფასის მატების წინაპირობები არ არსებობს - კონკურენციის სააგენტო
Sputnik საქართველო
ქართულ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებამ ფასების დარეგულირებამდე მიგვიყვანა, განაცხადა ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა. 13.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-13T10:47+0400
2023-12-13T10:47+0400
2023-12-13T10:47+0400
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24496/39/244963960_0:0:1848:1040_1920x0_80_0_0_ccfce5a37923ab8c1fa1f95a8a3caed5.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საწვავის ბაზარი სტაბილურია და ბენზინზე ფასების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ. ქართულმა რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბენზინზე ფასის მკვეთრი ზრდის შესახებ, რაც სურსათის ფასების ახალი ზრდის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებამ ფასების დარეგულირება გამოიწვია. მისი თქმით, მიუხედავად ფასების სხვაობისა რუსულ და ევროპულ საწვავს შორის, ფასები, პრაქტიკულად, გათანაბრდა. „ამ დროისათვის რუსული საწვავი თვითღირებულით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს, არ შეიმჩნევა", - განაცხადა ლექვინაძემ. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1.092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია. საქართველოში ბენზინი არ გაძვირდება - ეკონომიკის სამინისტრო>>წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 691,7 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24496/39/244963960_180:0:1820:1230_1920x0_80_0_0_48da7ed062ccd8bebd7c3508b7f9378c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ბენზინის ფასის მატების წინაპირობები არ არსებობს - კონკურენციის სააგენტო
ქართულ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებამ ფასების დარეგულირებამდე მიგვიყვანა, განაცხადა ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საწვავის ბაზარი სტაბილურია და ბენზინზე ფასების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
ქართულმა რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბენზინზე ფასის მკვეთრი ზრდის შესახებ, რაც სურსათის ფასების ახალი ზრდის მიზეზი შეიძლება გახდეს.
„საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. საერთაშორისო ფასები სტაბილურია და ბოლო თვეში შემცირების ტრენდიც ფიქსირდება, სტაბილურია ლარის კურსი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეალიზატორ კომპანიებში ფასი სტაბილურია და ზრდის მიმართულებით არ შეცვლილა. რაიმე მოლოდინი, რომ ფასების მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი, ამ ეტაპზე არ არსებობს", - განაცხადა ლექვინაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებამ ფასების დარეგულირება გამოიწვია.
„გაუმჯობესებულია კონკურენციის ხარისხიც გასულ წელთან შედარებით, ფასწარმოქმნა მთლიანად ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს. კერძოდ, ამას მიუთითებს კომპანიების მოგების მარჟების დაბალი მაჩვენებლები, ასევე, მცირე სხვაობები ფასებში ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე მცირე და მსხვილ ქსელებს შორის", - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ფასების სხვაობისა რუსულ და ევროპულ საწვავს შორის, ფასები, პრაქტიკულად, გათანაბრდა.
„ამ დროისათვის რუსული საწვავი თვითღირებულით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს, არ შეიმჩნევა", - განაცხადა ლექვინაძემ.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1.092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია.
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 691,7 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.