https://sputnik-georgia.com/20231212/saqartvelosi-benzini-ar-gazvirdeba-ekonomikis-saministro-284903611.html
საქართველოში ბენზინი არ გაძვირდება - ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოში ბენზინი არ გაძვირდება - ეკონომიკის სამინისტრო
Sputnik საქართველო
საქართველოში საერთაშორისო ფასზე დაბალ ფასში ბენზინის იმპორტის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, აცხადებენ სამინისტროში 12.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-12T21:04+0400
2023-12-12T21:04+0400
2023-12-12T21:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_49378135e3abc17f39617421e99de20f.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბენზინის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომლის მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და პანიკის შექმნა.უწყების ცნობით, საქართველოში საერთაშორისო ფასზე დაბალ ფასში ბენზინის იმპორტის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია.წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 691,7 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_04a425207e0e9d5952dc75dc3ebb511d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოში ბენზინი არ გაძვირდება - ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოში საერთაშორისო ფასზე დაბალ ფასში ბენზინის იმპორტის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, აცხადებენ სამინისტროში
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბენზინის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომლის მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და პანიკის შექმნა.
„საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს - ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოში საერთაშორისო ფასზე დაბალ ფასში ბენზინის იმპორტის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია.
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 691,7 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.