https://sputnik-georgia.com/20231212/saqartvelos-sazrvao-portebsi-sakonteinero-mosakreblis-daweseba-igegmeba-284882790.html
საქართველოს საზღვაო პორტებში საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესება იგეგმება
საქართველოს საზღვაო პორტებში საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესება იგეგმება
Sputnik საქართველო
მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება. 12.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-12T10:05+0400
2023-12-12T10:05+0400
2023-12-12T10:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249468346_461:138:2229:1132_1920x0_80_0_0_03ce036c6e430694c4ae021d2e65d4e6.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საკონტეინერო მოსაკრებელი შეიძლება დაუწესდეს იმ პირებს, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერია, იუწყება „პირველი არხი“.პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, დაჩქარებული წესით განსახილველად, უკვე წარედგინა.პროექტის თანახმად, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არაუმეტეს 30 ლარით განისაზღვრება. მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება.რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა >>საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას ის კონტეინერი არ დაექვემდებარება, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილამდე.პროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - გიორგი ხახუბია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი კირცხალია და გოჩა ენუქიძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249468346_275:0:2724:1837_1920x0_80_0_0_d5243de036f8f17ca3feb81408e4a4d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს საზღვაო პორტებში საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესება იგეგმება
მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საკონტეინერო მოსაკრებელი შეიძლება დაუწესდეს იმ პირებს, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერია, იუწყება „პირველი არხი“.
პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, დაჩქარებული წესით განსახილველად, უკვე წარედგინა.
პროექტის თანახმად, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არაუმეტეს 30 ლარით განისაზღვრება. მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება.
საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას ის კონტეინერი არ დაექვემდებარება, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილამდე.
პროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - გიორგი ხახუბია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი კირცხალია და გოჩა ენუქიძე.