https://sputnik-georgia.com/20231211/ramdeni-tvirti-gadaamushaves-saqartvelos-navsadgurebma-284860289.html
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. 11.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-11T11:37+0400
2023-12-11T11:37+0400
2023-12-11T11:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263813017_0:140:3143:1908_1920x0_80_0_0_f7a0d95eea6616783058ead6742035cd.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3,5 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავეს, რაც 0,5%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 43,6% გენერალური ტვირთია, 29,5% – თხევადი, 26,9% კი – ნაყარი ტვირთი.საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4.191 გემი, რომელთა 32,9% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 28,9% – კონტეინერმზიდი, 28,4% – თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 9,8% ნაყარ ტვირთმზიდებზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 70,4%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 1,4%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი, 23,8%-ით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15,4%-ით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.აღნიშნულ პერიოდში პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 16,5% თურქეთის დროშით დაცურავდა, 16% – ლიბერიის, 7% – პანამის, 7,6% – მალტის, 6% – ვანუატუს, 4,3%-ბარბადოსის, 4,1% – ბულგარეთის, ხოლო 30,5% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 5,9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 3,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 50,8%-ს შეადგენს.საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263813017_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_1fed86bda9e1830446019fde15a7dc30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3,5 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავეს, რაც 0,5%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 43,6% გენერალური ტვირთია, 29,5% – თხევადი, 26,9% კი – ნაყარი ტვირთი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4.191 გემი, რომელთა 32,9% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 28,9% – კონტეინერმზიდი, 28,4% – თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 9,8% ნაყარ ტვირთმზიდებზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 70,4%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 1,4%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი, 23,8%-ით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15,4%-ით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.
აღნიშნულ პერიოდში პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 16,5% თურქეთის დროშით დაცურავდა, 16% – ლიბერიის, 7% – პანამის, 7,6% – მალტის, 6% – ვანუატუს, 4,3%-ბარბადოსის, 4,1% – ბულგარეთის, ხოლო 30,5% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 5,9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 3,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 50,8%-ს შეადგენს.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.